სპერმატოგენეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპერმატოგენეზის პროცესი მომწიფების სტადიაში. პირველადი და მეორეული მეიოზური გაყოფა

სპერმატოგენეზი (ძვ. ბერძნ. σπέρμα — თესლი; ძვ. ბერძნ. γένεσις — განვითარება) — მამრობითი გამეტების, სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი სათესლე ჯირკვლებში. სპერმატოგენეზში არჩევენ ოთხ პერიოდს: გამრავლების, ზრდის, მომწიფებისა და ფორმირების (სპერმატოგენეზის საბოლოო პერიოდი - სპერმატოზოიდების ჩამოყალიბების პერიოდი - სპერმიოგენეზი) პერიოდებს. ამ პერიოდების შესაბამის სპერმატოგენური ეპითელიუმის (რომელიც ასრულებს სპერმატოგენეზისა და სპერმიოგენეზის ფუნქციებს) უჯრედულ ფორმებს ეწოდება:

  • სპერმატოგონიები
  • პირველი რიგის სპერმატოციტები
  • მეორე რიგის სპერმატოციტები, ანუ პრესპერმიციტები
  • სპერმატიდები და შემდგომ სპერმატოზოიდები

სპერმიოგენეზის, ანუ სპერმატიდების სპერმატოზოიდებად გარდაქმნის გამოვლინებაა:

  • ფირფიტოვან კომპლექსში აკრობლასტის (აკრობლასტი - Acrobastis - აკროსო (სომა) - ბერძ. blastos - ღივი - ფირფიტოვანი კომპლექსის წარმონაქმნი სპერმატიდის ციტოპლაზმაში. აკროსომის ნერგი) ჩამოყალიბება;
  • აკრობლასტის დიფერენცირება აკროსომად;
  • ცენტროსომის გადაადგილება აკროსომიდან საწინაააღმდეგო მიმართულებით;
  • დისტალური ცენტრიოლების გაყოფა წინა და უკანა ცენტრიოლებად;
  • შოლტის გამოცალკავება დისტალური ცენტრიოლის წინა ნაწილიდან;
  • დისტალური ცენტრიოლის გარდაქმნა რგოლად
  • ბირთვის გამკვრივება;
  • შოლტის პროქსიმული ნაწილის გარშემო მიტოქონდრიების სპირალური განლაგება.

სპერმატოგენეზის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა მეიოზი, რომლის შედეგადაც ხორციელდება ქრომოსომების რედუქცია და დიპლოიდური ქრომოსომების გარდაქმნა ჰაპლოიდურ უჯრედებად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]