უჯარმის პირველი ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უჯარმის ნაგებობა.

უჯარმის პირველი ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ციხე-დარბაზის დასავლეთით, ასიოდე მეტრზე თბილისი-თელავის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

შენობა თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი ნაშთბის მიხედვით, შენობის გეგმარებასა და დანიშნულების გარკვევა გათხრა-გასუფთავების გარეშე - არ ხერხდება. ნაგებობა გეგმით ოთხკუთხაა და სამხრეთიდან-ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძლეებული (ზომები გარედან: სიგრძე 7,8 მეტრი, სიგანე - 4,3 მეტრი). შემორჩენილია: დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები (მთელ სიგრძეზე), აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ბოლო და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარი (შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე - 1,5 მეტრი). საშენ მასალად წვრილი, ნატეხი ქვა და კირის დუღაბია გამოყენებული. წყობა არაწესიერია. სამხრეთ კედლის (სისქე - 1,6 მეტრი, დანარჩენი კედლების სიგრძე - 0,65 მეტრი) შემორჩენილი ნაწილის წინა მხარე კვადრატული აგურითაა (22X22X5/6 სანტომეტრზე) გამოყვანილი და რკალისებრადაა შეზნექილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]