უწლევის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უწლევის ნაეკლესიარი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ უწლევის დასავლეთით, ორ კილომეტრზე, ფურნეების ღელის პირას, ფერდობზე. დანგრეულია, შემორჩენილია ერთი მეტრის სიმაღლის კედლები.

დარბაზული ეკლესია ნაგები იყო არაწესიერი ფორმის მოზრდილი ქვებით. შესასვლელი სამხრეთით ჰქონია. ნახევარწრიული აფსიდის სამხრეთ მხარეს პატარა სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]