უცნობი ადამიანის ნაამბობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უცნობი ადამიანის ნაამბობი
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1893
გამოცემულია თებერვალი და მარტი, 1893

უცნობი ადამიანის ნაამბობი (რუს. Рассказ неизвестного человека) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1893 წელს დაიწერა. პირველად, 1893 წლის თებერვალსა და მარტში, ჟურნალ „Русская мысль“-ის მე-2 და მე-3 ნომრებში გამოქვეყნდა. მცირედი ცვლილებებით შევიდა ადოლფ მარქსის მიერ გამოცემული ჩეხოვის თხზულებათა კრებულის მეექვსე ტომში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880-იანების ბოლოს ჩეხოვს ახალი სიუჟეტის საინტერესო იდეა დაებადა. 1893 წლის მაისით დათარიღებულ წერილში, მან მწერალ ლიუბოვ გურევიჩს აცნობა, რომ „დავიწყე მუშაობა ნაწარმოებზე რომლის გამოცემასაც არ ვაპირებ“. ავტორმა თავიდანვე იცოდა, რომ ცენზურა მას არ გაუშვებდა. იდეას მწერალი 1891 წელს დაუბრუნდა და მომავალ ნაწარმოებს „ჩემი პაციენტის ნაამბობი“ უწოდა.

თხზულება 80-იანი წლების (ერთ-ერთი სავარაუდო სათაური – „ოთხმოციან წლებში“) ხალხს ეძღვნებოდათ. ნაწარმოების ჩანაფიქრი, რომლის მთავარი გმირიც ტერორისტი გახდა, იმ დროს სიმწვავით გამოირჩეოდა. ХIХ საუკუნის 80-იან წლებში რევოლუციური სახალხო ორგანიზაცია „Народная воля“-ს (ქართ. ხალხის ნება) საქმიანობა გრძელდებოდა, მიუხედავად 1881 წლის 1 მარტს მოწყობილი თავდასხმის შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის განადაგურებისა. 1887 წლის აპრილში ა. ულიანოვისა და მისი თანამოაზრეების პროცესი მიმდინარეობდა, რომლებიც იმავე წლის მაისში სიკვდილით დასაჯეს. 1887 წლის ივნისში ორგანიზაციის წევრების გერმან ლოპატინისა და პოეტ პ. იაკუბოვიჩის პროცესი გაიმართა. სასამართლომ მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, რომელიც მოგვიანებით კატორღით შეიცვალა. „უცნობი ადამიანის ნაამბობი“-ს შემოქმედებით იდეაში შესაძლოა ნაჩვენები ყოფილიყო რევოლუციური მოძრაობის მონაწილეთა ბედი, რომელთაც ჩეხოვი პირადად იცნობდა.

ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა სერბო-ხორვატულ ენაზე ითარგმნა.

ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთარგმნელმა ჰიუ აპლინმა თხზულება ტურგენევის ნაწარმოებებს შეადარა, ავტორებს, რომლებიც ქმნიან ქალურ პერსონაჟებს „დიდი ზნეობის სიწმინდით“[1]. ლუი დე ბერნიერმა „უცნობი ადამიანის ნაამბობს“ შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოები უწოდა[2][3].

ანატოლი ლუნაჩარსკი მწუხარებას გამოთქვამდა, რომ ჩეხოვმა აქტიურად მოქმედი გმირები არ წარმოაჩინა[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალი „Образование“, 1903, № 9, გვ. 85—91.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chekhov, Anton (2002). „Introduction“, The Story of a Nobody. Hesperus Press Limited, გვ. xvi–xvii. ISBN 1-84391-003-9. 
  2. Chekhov, Anton (2002). „Forward“, The Story of a Nobody. Hesperus Press Limited, გვ. ix–x. ISBN 1-84391-003-9. 
  3. McKibbin, Tony. Moral Circumferences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 27 April 2017.
  4. უცნობი ადამიანის ნაამბობი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-05. ციტირების თარიღი: 2017-08-29.