უჩა კორძაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უჩა კორძაია
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 დეკემბერი, 1953
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 10 იანვარი, 2019 (65 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველები
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • ფლეიტა
  • საქსოფონი
  • დასარტყმელი საკრავები
ასოციაციები
ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი

უჩა კორძაია (დ. 10 დეკემბერი, 1953, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 10 იანვარი, 2019[1], თბილისი, საქართველო) — ქართველი მუსიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი.

1974–1975 წლებში იყო ანსამბლების — „ორერა“, 1975–1985 წლებში „ვია 75“, 1985–1990 წლებში „ნატვრისხე“, 1997–2005 წლებში „ბიგ-ბენდი“ სოლისტი. 1997 წლიდან იყო რესტორან „ოვაციოს“, „მარკო პოლოს“, „ქართული სახლის“ მუსიკოსი. ჩაწერილი აქვს მრავალი დისკი. არის სსრკ-ის საესტრადო სიმღერების ფესტივალის ლაურეატი (1978, 1980 და 1982 წლებში).

მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006, გვ. 270.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მუსიკოსი უჩა კორძაია გარდაიცვალა. exclusivenews.ge (10 იანვარი, 2019). ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2019.