უჩანის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩინეთის რესპუბლიკის გამოცხადება.

უჩანის აჯანყება — აჯანყება 1911 წლის 10 ოქტომბერს ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ, ქ. უჩანში, რომელმაც სათავე დაუდო სინხაის რევოლუციას. აჯანყება დაიწყო უჩანის გარნიზონის ე. წ. ახალი ჯარის ჯარისკაცებმა და სერჟანტებმა სამოქალაქო მოსახლეობის მხარდაჭერით. უჩანის აჯანყების უშუალო ორგანიზატორები და ხელმძღვანელები იყვნენ რევოლუციური ორგანიზაციები ვენსიუშე და გუნძინხოი, რომლებმაც აღიარეს ტუნმენხოის პროგრამა. აჯანყებულებმა დაამხეს ცინის დინასტია ჯერ უჩანში, შემდეგ (1911 წლის 11-12 ოქტომბერი) ხანიანსა და ხანკოუში, გამოაცხადეს ხუბეის პროვინციის დამოუკიდებლობა პეკინის მთავრობისაგან და შემოიღეს მმართველობის რესპუბლიკური ფორმა. გამარჯვების პირველი კვირის განმავლობაში უჩანის სამხედრო-რევოლუციურმა მთავრობამ შექმნა მოხალისეთა რევოლუციური არმია. უჩანი რევოლუციის მთავარ ბაზად იქცა, აჯანყება სწრაფად გავრცელდა მთელ ჩინეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]