უსტ-იჟორის ალექსანდრე ნეველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უსტ-იჟორის ალექსანდრე ნეველის ეკლესია
უსტ-იჟორის ალექსანდრე ნეველის ეკლესია — რუსეთი
უსტ-იჟორის ალექსანდრე ნეველის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°48′16″ ჩ. გ. 30°36′06″ ა. გ. / 59.80444° ჩ. გ. 30.60167° ა. გ. / 59.80444; 30.60167
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810242000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი და პეტრე ნეელოვები
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე

უსტ-იჟორის ალექსანდრე ნეველის ეკლესია (რუს. Церковь Александра Невского) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, უსტ-იჟორაში, ნევის ბრძოლის (1240 წ.) ადგილზე. ეკლესია აგებულია 1798-1799 წლებში, კლასიციზმის სტილში.

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ალექსანდრე ნეველის სახელზე, ჩრდილოეთისა - ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ხოლო სამხრეთისა იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ეკლესიის წინამაძღვარია სერგეი ბონდარჩუკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა მონაცემებით XIII საუკუნეში მდინარე იჟორის შესართავთან, 1240 წლის ნევის ბრძოლის ადგილზე ააგეს ხის სამლოცველო.

პეტრე I დიდის ბრძანებით ამ ადგილზე 1711-1712 წლებში ააგეს ხის ეკლესია ალექსანდრე ნეველის სახელზე. ამ პერიოდში შეცდომით ფიქრობდნენ, რომ ნევის ბრძოლა გაიმართა იმ ადგილზე სადაც მდებარეობდა ალექსანდრე ნეველის ლავრა.

ახლადაგებული ტაძარი დაიწვა 1725 წლის აგვისტოში, რომელიც აღადგინეს 1729-1730 წლებში, მაგრამ 1797 წელს კვლავ დაიწვა მეხის დაცემის შედეგად.

არსებული ქვის ტაძარი და სამრეკლო ააგეს 1798-1799 წლებში უსტ-იჟორის მაცხოვრებლებისა და სახაზინო აგურის ქარხნის ფინანსებით. ეკლესიას შემოავლეს ქვის გალავანი. პროექტის ავტორებად ითვლებიან ვასილი და პეტრე ნეელოვები. ტაძრისათვის ჩამოასხეს ზარი, რომლის წონა იყო 4,4 ტონა.

1800-1861 წლებში ეკლესია მიაწერეს ალექსანდროვსკის მანუფაქტურას. 1820-1823 წლებში ადგილობრივი მაცხოვრებლების ფინანსებით ეკლესია გაარემონტეს და გათბობა დაამონტაჟეს.

1835-1836 წლებში ტაძარი გადააკეთეს არქტექტორ გრომოვის პროექტის მიხედვით. გაზარდეს სატრაპეზოს სიგრძე და ააშენეს ახალი სამრეკლო, რომელიც შემონახული იყო 1942 წლამდე.

1842 წელს ტაძართან ახლოს ააგეს ქვის სამლოცველო და გალავანი.

1871-1875 წლებში მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით მიხაილ შჩურუპოვის პროექტის მიხედვით ააგეს ორი კუთხს ეგვტერი, რომლებიც აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე. გაადივეს ასევე გუმბათი. ახლადაგებული ეგვტერები აკურთხეს 1875 წლის 23 ივნისს. ასევე გააფართოვეს და საზეიმოდ აკურთხეს ტაძრის მთავარი ეგვტერი 1876 წლის 5 თებერვალს.

უსტ-იჟორსკის მრევლი ფლობდა სამ სასაფლაოს და მიწერილი ჰქონდა ორი სამლოცველო. ეკლესიასთან მოქმედებდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

1891 წელს მხატვარმა ვინოგრადოვმა განაახლა ეკლესიის მხატვრობა.

1934 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, შენობა გამოიყენებოდა კლუბისა და საწყობისათვის. ლენინგრადის ბლოკადის დასაწყისში საბჭოთა ჯარისკაცებმა ააფეთქეს სამრეკლო, რადგან იგი არ ყოფილიყო გერმანელი არტილერისტების ორიენტირი. 1962 წელს ჩამოინგრა გუმბათიც.

1987 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. 1990 წლის 15 ივლისს ტაძარი დაუბრუნდა მორწმუნეებს. ოფიციალური გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ მიიღეს პეტერბურგის სახალხო საბჭოს დეპუტატებმა 1992 წლის 13 იანვარს. რამდენიმე წლის განმავლობაში ტაძარი ბოლომდე აღადგინეს. მთავარი საკურთხევლის კურთხევა შედგა 1995 წლის 12 სექტემბერს.

ჩრდილოეთის ეგვტერის საზეიმო კურთხევა შედგა 1999 წლის 19 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტის ვლადიმირ კოტლიაროვის მიერ. სამხრეთის ეგვტერის საზეიმო კურთხევა კი გაიმართა 2001 წლის 2 დეკემბერს.

ამჟამად ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა ბავშვებისათვის და მოზრდილებისათვის და მართლმადიდებლური ლიტერატურის ბიბლიოთეკა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი აგებულია კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. აქვს ორი კუთხის ეგვტერი : ჩრდილოეთისა ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ხოლო სამხრეთისა - იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Торопов Г. Как погибал храм // Ижорец. — 14 июля 1990.
  • Сорокин П. Е. Церковь Святого Александра Невского в Усть-Ижоре // Санкт-Петербургские епархиальные ведомости. — 2000. — Вып. 23. — С. 113—117.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]