ურ-ნამუს კოდექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურ-ნამუ (ტახტზე) გამგებლის უფლებამოსილებას ანიჭებს ჰაშამერს, იშკუნ-სინის უმაღლეს ქურუმს

ურ-ნამუს კოდექსი უძველესი დღემდე მოღწეული დაფა სასამართლო კანონთა კრებულით. დაწერილი იყო შუმერთა ენაზე დაახ. ძვ. წ. 2100-2050 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ წინასიტყვაობა კანონების ავტორობას ურის მეფე ურ-ნამუს (ძვ. წ. 2112-2095) მიაწერს, ზოგიერთ ისტორიკოსთა აზრით ისინი მისი ვაჟის შულგისა უნდა იყოს.

ნიპურთან ორ ფრაგმენტად ნაპოვნი კოდექსის პირველი ასლი 1952 წელს თარგმნა სამეულ კრამერმა. მისი ნაწილობრივად შენახვის გამო, მხოლო პროლოგისა და 5 კანონის ამოცნობა გახდა შესაძლებელი. დამატებითი ტაბლები მოგვიანებით იქნა ნაპოვნი და 1965 წელს ნათარგმნი, რამაც 57 კანონიდან 40-ის ამოცნობა გახადა შესაძლებელი. სიპართან ნაპოვნ კიდევ ერთ ასლში რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილებაა შეტანილი.

მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრეული სასამართლო კოდექსებიც არსებობდა, როგორიცაა ურუკაგინის კოდექსი, ურ-ნამუს კოდექსი უძველესია გადარჩენილთა შორის. ის სამი საუკუნით წინ უსწრებს ხამურაბის კანონებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Miguel Civil. "The Law Collection of Ur-Namma." Cuneiform Royal Inscriptions and Related Texts in the Schøyen Collection, 221-286, edited by A.R. George, 2011, ISBN 9781934309339
  • Claus Wilcke. "Der Kodex Urnamma (CU): Versuch einer Rekonstruktion." Riches hidden in secret places: ancient Near Eastern studies in memory of Thorkild Jacobson, edited by Zvi Abusch, 2002, ISBN 1-57506-061-2
  • Martha T. Roth. "Law Collections from Mesopotamia and Asia Minor." Writings from the Ancient World, vol. 6. Society of Biblical Literature, 1995, ISBN 0-7885-0104-6