უნაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უნაბი
ZiziphusJujubaVarSpinosa.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Zizyphus

უნაბი (ლათ. Zizyphus) — მცენარეთა გვარი ხეჭრელისებრთა ოჯახისა. გვარში დაახლოებით 40 სახეობაა. გავრცელებულია აზიის, აფრიკის და ავსტრალიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში. ყველაზე ცნობილია უნაბის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც „იუბას“ (ლათ. Zizyphus jujuba) უწოდებენ. დიდი ხეებია, სიმაღლით 15 მ-მდე, ცოცლობენ 300 წლამდე. აქვს კვერცხისებრი, ოვალური ან ლანცეტა ფოთოლი, ორსქესიანი, ჯვარედინმტვერია ყვავილი. ყვავილობს მაისში, რაც 1,5—2 თვეს გრძელდება.


9 მ სიმაღლის დატოტვილი ბუჩქი ან ხეა დაკუთხულ-დაბრეცილი ყლორტებით, რომლებზეც 3 სმ-მდე სიგრძის გრძლად წაწვეტებული ეკლებია განლაგებული. ქერქი ღეროზე მუქი მოშავოა, ყლორტებზე კი მოყავისფრო. ფოთლები განიერი ლანცეტა ან კვერცხირსებრი, ზემოდან მბრწყინავი, ქვემოდან ბაცი, კიდეწვრილ-ხერხისებრდაკბილული, არათანაბარგვერდებიანი, მეტად მოკლე ყუნწიანი, წვრილ ყლორტებზე ორმწკრიივადაა განლაგებული. ხუთწვერიანი პატარა ყვითელი ყვავილები სამ-სამ ყვავილიან მჭიდრო თანაყვავილედებად შეჯგუფული ფოთლების უბეებშია განლაგებული. ჯვარედინმტვერია ყვავილი. ყვავილობს მაისში, რაც 1,5—2 თვეს გრძელდება. ნაყოფი კურკიანაა, რბილობი — სქელი, ფერად ღია მწვანე ან თეთრი. ნაყოფს იძლევა მე-3—მე-4 წელს. საქართველოში მსხვილნაყოფა უნაბის ცნობილი ჯიშებია ტა-იან-ძაო და ლი, რომლებიც 1930 წელს შემოიტანეს კალიფორნიიდან. ამჟამად ამ ჯიშების გასამრავლებლად სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს. ნაყოფი მრგვალი ან მოგრძო ოვალური ფორმის მბრწყინავკანიანია, მუქი-მოწითალო ან მოყავისფრო, ხორციანია, სიგრძით 4 სმ-მდე, დიამეტრით 2,5 სმ-მდე, წონით 45 გ-მდე, კურკა ქვისებრია.

ქიმიური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაყოფის მშრალ რბილობში არის 40%-მდე ნახშირწყლები, 5%-მეტი პროტეინი, 1,5% ქარვის და ვაშლის მჟავები, 5,8%-მდე – პექტინოვანი ნივთიერებები, 2%-ზე მეტი ფისები, 1,2% მთრიმლავი ნივთიერებები. ნაყოფები ძალიან მდიდარია ვიტამინებით (C 1100 მგ.%-მდე, P 100 მგ.%-მდე). ფოთლები აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას.

უნაბის ნაყოფი

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყენებენ ნედლად, კომპოტის, პასტილისა და მურაბის დასამზადებლად, მომჭნარი, გამხმარი და კონსერვირებული სახით, იყენებენ საკონდიტრო ნაწარმოებში და სასმელებში. უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც მსუბუქი სასაქმებელი, ამოსახველებელი, მატონიზირებელი და შარდმდენი საშუალება. ფოთლებს გააჩნია მაანესთეზირებელი თვისებები (მათი დაღეჭვისას იკარგება სიტკბოს, სიმწარის და ა.შ. შეგრძნება). გამოიყენება აგრეთვე ვიტამინური ჩაის დასამზადებლად.

ჯიშები და სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედგება 40 სახეობისაგან:


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]