ულოტრიქსისნაირი წყალმცენარეები (ლათ.Ulotrichophyceae) — მწვანე წყალმცენარეთაკლასი. აერთიანებს უკიდურესად მრავალფეროვან ფორმებს. აქვთ მრავალუჯრედიანი, ძაფისებრი ან ფირფიტისებრი თალუსი. თავისუფლად მცხოვრები ან სუსბსტრატზეა მიმაგრებული. მათი ზომა რამდენიმე მილიმიკრონიდან ასეულ კვადრატულ სანტიმეტრამდე აღწევს. უჯრედები ერთბირთვიანია, აქვთ ერთი ან, იშვიათად, რამდენიმე ფირფიტისებრი ან კედლისპირა ქლოროპლასტი. უსქესო გამრავლება ზოოსპორებით ხდება, სქესობრივი გამრავლება იზო-, ჰეტერო- ან ოოგამის ტიპისაა. გავრცელებულია მტკნარ წყალსა და ზღვაში. ტიპობრივი წარმომადგენელია ულოტრიქსისგვარის სახეობების.