ულმის კამპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ულმის კამპანია
მესამე კოალიციის ომის ნაწილი
Ulm capitulation.jpg
გენერალი მაკის კაპიტულაცია, შარლ თევენინის ნამუშევარი
თარიღი 25 სექტემბერი20 ოქტომბერი, 1805
მდებარეობა ცენტრალური ევროპა
შედეგი ფრანგების გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ბავარიის დროშა ბავარიის სამეფო
Flag of the Habsburg Monarchy.svg ავსტრია
მეთაურები
საფრანგეთის დროშა ნაპოლეონ I Flag of the Habsburg Monarchy.svg კარლ მაკი
ძალები
დაახ. 200,000 ფრანგი[1]
25,000 ბავარიელი[2]
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ულმის კამპანია

ულმის კამპანია

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლა-მანშის გადალახვისა და ინგლისში შეჭრის მიზნით ნაპოლეონმა ბულონში დაიწყო არმიის ჩამოყალიბება. დიდ ბრიტანეთს ამ საფრთხემ უბიძგა საფრანგეთის იმპერიის წინააღმდეგ ახალი კოალიციის შექმნისკენ. დიდი ბრიტანეთის პირველი ევროპელი მოკავშირე რუსეთი გახდა. კოალიციის კიდევ ერთი წევრი ავსტრია გახდა. საფრანგეთთან წინა დაპირისპირებების შედეგად ის მნიშვნელოვნად დაზარალებულიყო და ევროპაში საკუთარი მდგომარეობის აღსადგენად ისიც გახდა საფრანგეთის წინააღმდეგ რიგით მესამე კოალიციაში ჩაბმული.

მესამე კოალიციის შექმნის დაჩქარება ასევე განაპირობა 1804 წლის მარტში ნაპოლეონის მიერ ენგიენის ჰერცოგის სიკვდილით დასჯამ, რაც შემდეგ გახდა კოალიციის შექმნის საბაბი. ევროპული მონარქიების აღშფოთება ასევე გამოიწვია იმან, რომ ჰერცოგი დააკავეს ბადენში ნეიტრალურ ტერიტორიაზე.[3]

მოწინააღმდეგეთა არმიები და გეგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი არმიის ორგანიზაცია მესამე კოალიციის ომის დროს

გამომდინარე იქიდან, რომ მესამე კოალიციის ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ნაპოელონი ბრიტანეთის დალაშქრისთვის ემზადებოდა, მან საბრძოლო მოქმედებების ძირითად ასპარეზზე ჩართო ბულონის ბანაკში მომზადებული არმია, რომელსაც შემდეგ დიდი არმია ეწოდა. არმია იყოფოდა 7 კორპუსად, რომელსაც სათავეში ნაპოლეონის მარშლები ედგნენ. თითოეულ მათგანში შედიოდა ელემენტები ყველა ტიპის სამხედრო ძალებიდან და წარმოადგენდა პატარა არმიებს, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიდნენ დიდ არმიას. მაშინ, როდესაც კორპუსებს ჰქონდათ დამოუკიდებელი ოპერაციებისა და დახმარების მისვლამდე თავის დაცვის უნარი, როგორც წესი ისინი გადადგილდებოდნენ 1 დღის სავალ მანძილზე ერთმანეთისგან. საერთო ფრონტზე ცალ-ცალკე მარშირება არმიას მობილურობას და მანევრირების უნარს მატებდა, რის მეშვეობითაც ის ხშირად ახერხებდა მოწინააღმდეგე არმიასთან მოულოდნელ მიახლოებას.[4][5] კორპუსებში შემავალი კავალერიისა და არტილერიის გარდა არმიას ასევე გააჩნდა მათი ცალკეული დანოყოფები და საიმპერატორო გვარდია, რომელიც ნაპოლეონის პირადი დაცვის ფუნქციას ასრულებდა. დიდ არმიასთან ერთად ულმის კამპანიაში იბრძოდა 25,000-იანი ბავარიული არმია.[2]

საიმპერატორო გვარდიის კავალერისტი, თეოდორ გერიკოს ნამუშევარი
დიდი არმია 1805 წლის სექტემბერში[1][6]
კორპუსი მეთაური ინფანტერიის
დივიზიონი
კავალერიის
დივიზიონი
ბატალიონი ესკადრონი საერთო
რაოდენობა
I
ბერნადოტი 2 1 18 16 17,737
II
მარმონი 3 1 25 12 20,758
III
დავუ 3 1 28 12 27,452
IV
სულტი 4 1 40 12 41,358
V
ლანი 2 1 18 16 17,788
VI
ნეი 3 1 25 12 24,409
VII
ოჟერო 2 16 4 14,850
კავალერია
მიურატი 6 8 120 23,415
გვარდია
ბესიერი 12 8 6,278
ჯამი
194,045

დაპირისპირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dumolin - Precis D'Histoire Militaire, II, 120-121
  2. 2.0 2.1 David G. Chandler, The Campaigns of Napoleon. p. 384.
  3. გრეგორი ფრემონ-ბარნსი, ტოდ ფიშერი, ბერნარდ კორნველი - ნაპოლეონის ომები: იმპერიის აღზევება და დაცემა, დიდი ბრიტანეთი, 2004, გვ.24
  4. Smith, Rupert (2005). The Utility of Force. London: Penguin Books, გვ. 35-38. ISBN 978-0-141-02044-0. 
  5. Albert Sidney Britt, Thomas E. Griess - The wars of Napoleon, 2003, USA, p.33-34
  6. Albert Sidney Britt, Thomas E. Griess - The wars of Napoleon, p.34