დიდი არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
La Grande Armée
დიდი არმია

აქტიური 1805–15
ქვეყანა საფრანგეთის იმპერია
შემადგენლობა 600,000 (საფრანგეთ-რუსეთის ომი)
დევიზი Valeur et Discipline[1]
(სიმამაცე და დისციპლინა)
განმასხვავებელი ნიშნები
საიდენტიფიკაციო
სიმბოლო

ფრანგული საიმპერატორო არწივი

დიდი არმია (ფრანგ. Grande Armée) — საფრანგეთის იმპერიის ძირითადი არმიის სახელწოდება ნაპოლეონის ომების დროს. არმიის შექმნა უკავშირდება ნაპოლეონ I-ის მიერ დაგეგმილ, ბრიტანეთში შეჭრის ოპერაციას. ოპერაციისთვის არმია ბულონის ბანაკში მზადდებოდა, თუმცა მესამე კოალიციის ომის დაწყების გამო მას თავისი თავდაპირველი მისია არ შეუსრულებია. დიდი არმიის სახელს ატარებს პირადად ნაპოლეონის დაქვემდებარებაში მყოფი არმიები. პირველად არმიამ მონაწილეობა მიიღო მესამე კოალიციის ომში, უკანასკნელად კი მეექვსე კოალიციის ომში, რის შედეგადაც საფრანგეთ-რუსეთის ომის შემდეგ დასუსტებული არმია განადგურდა. ხშირად ასი დღის განმავლობაში მობილიზებულ არმიას, რომელმაც ვატერლოოს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, ასევე დიდ არმიას უწოდებენ. არმიის რაოდენობის კულმინაციას მიაღწია საფრანგეთ-რუსეთის ომში, როდესაც ის 600,000 ჯარისკაცს ითვლიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Albert Sidney Britt, Thomas E. Griess - The wars of Napoleon [1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ის გამოსახულია არმიის დროშაზე