ულვა
იერსახე
| ულვა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Ulva | ||||||||||||
| ||||||||||||
ულვა (ლათ. Ulva), ზღვის სალათა — მწვანე წყალმცენარეების გვარი ულვისნაირთა რიგისა. აქვს მთლიანი ან დატოტვილი, ორშრიანი, ფირფიტისებრი მწვანე თალუსი, რომლის სიგრძე 30—150 სმ. უსქესო გამრავლება ოთხშოლტიანი ზოოსპორებით ხდება, სქესობრივი — იზოგამიის ან ანიზოგამიის ტიპისაა, ფართოდაა გავრცელებული ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების ზღვებში. ზოგიერთ ზღვისპირა ქვეყანაში საკვებად ხმარობენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყანჩაველი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 134.