უკიო-ე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუძიამას ხედი, ტოკაიდოს სერიის ორმოცდამეცამეტე ადგილის ნაწილი, რომელიც შერულებულია ჰიროშიგეს მიერ 1850 წელს.

უკიო-ე (იაპონ. 浮世絵) „მცურავი სამყაროს ნახატები“ — იაპონური გრავიურის ბეჭდვის ჟანრი. ისინი წარმოებდნენ XVII საუკუნიდან XX საუკუნემდე, რომლებიც გამოსახავდნენ ლანდშაფტებს, ამბებეს ისტორიიდან, თეატრს და ბორდელებს. ეს არის იაპონიის გრავიურის ბეჭვდის მთავარი ჟანრი.

უკიო-ე იყო იაფი, რადგან ისინი ძალიან დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა. ისინი ძირითადად ეკუთვნოდათ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებიც საკმარისად მდიდრები არ იყვნენ, რომ შეეძინათ ორიგინალი ნახატი. თავდაპირველი საგანი უკიო-ესთვის იყო ქალაქის ცხოვრება, წვრილნამი აქტივობები და სცენები გასართობი რაიონებიდან. ლამაზი კურტიზანები, სუმოს დიდი მოჭიდავეები და პოპულარული მსახიობები გამოისახებოდნენ, როდესაც საინტერესოდ იქცეოდნენ. მოგვიანებით პეიზაჟიც ძალიან პოპულარული გახდა. დღესდღეობითად უკიო-ე მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.

იმ პერიოდის მწერალი ასაი რიოი, თავის უკიო მონოგატარში (浮世物語, „მცურავი სამყაროს ზღაპრები“ 1661 წელს), აყალიბებს მცურავი სამყაროს იდეას:

ვიკიციტატა
„ცოცხლობდე მხოლოდ ამ წუთით, აქცევდე ყურადღებას მხოლოდ მთვარის სიხარულს, თოვლს, ალუბლის ყვავილობას და ნეკერჩხლის ფოთლებს; მღეროდე სიმღერებს, სვავდე ღვინოს, ერთობოდე მხოლოდ ცურვით, ცურვით...უარს ამბობდე იმედგაცრუებაზე, ისევე როგორც, მცურავი, რომელიც ცურავს დინების მიმართულებით: ეს არის ის, რასაც ჩვენ მცურავ სამყაროს ვუწოდებთ.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lane, Richard 1978. Images from the Floating World. Old Saybrook, CT: Konecky & Konecky, p11.