უკბილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უკბილო
Anodonta anatina1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: მოლუსკები
კლასი: ორსაგდულიანები
გვარი: უკბილო
ლათინური სახელი
Anodonta

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



უკბილო (ლათ. Anodonta) — მტკნარი წყლის ორსაგდულიანი მოლუსკების გვარი სადაფიანების ოჯახისა. უკბილოს რბილი სხეული ორსაგდულიან ნიჟარაშია მოქცეული. ნიჟარა მოზრდილია (25 სმ-მდე), მურა-მომწვანო. ცნობილია უკბილოს დაახლოებით 50 სახეობა, რომელთაგან საქართველოს მტკნარ წყლებში გვხვდება 3: Anodonta cellensis, Anodonta piscinalis და ყველაზე ფართოდ გავრცელებულია Anodonta cyrea. იკვებებიან წყალმცენარეებით, ბაქტერიებით, ორგანული ნარჩენებით. უკბილო გაყოფილსქესიანები არიან, მრავლდებიან კვერცხებით, საიდანაც იჩეკებიან გლოქიდიები, რომლებიც თავდაპირველა თევზებზე პარაზიტობენ. უკბილოს სადაფის შრისაგან ამზადებენ ღილებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]