უკან მოუხედავად გაიქეცი (2006 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უკან მოუხედავად გაიქეცი
Running Scared
რეჟისორი უეინ კრამერი
პროდიუსერი ანდრეი პფეფერი
სცენარის ავტორი უეინ კრამერი
როლებში პოლ უოკერი
კამერონ ბრაიტი
ვერა ფარმიგა
ჩეზ პალმინტერი
კომპოზიტორი მარკ აიშემი
გამოსვლის თარიღი 2006
ხანგრძლივობა 122 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გერმანია გერმანია
ენა ინგლისური
რუსული

უკან მოუხედავად გაიქეცი (ინგლ. Running Scared) — რეჟისორ უეინ კრამერის კინოფილმი, თრილერი. მონაწილეობენ: პოლ უოკერი, კამერონ ბრაიტი, ვერა ფარმიგა, ჩეზ პალმინტერი, კარელ როდენი. ფილმი გამოშვებულია 2006 წელს აშშ-ში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი წლის განმავლობაში ნიუ-ჯერსში მცხოვრები ჯოუი გაზელი წარმატებით მოღვაწეობდა ორ ამპლუაში, როგორც მზრუნველი მეოჯახე და ბანდიტური დაჯგუფების წევრი. ნარკომოვაჭრეების გარიგების ჩაშლის შემდეგ რამდენიმე მოღალატე პოლიციელი დაიღუპება. ერთ-ერთი განგსტერი ჯოუის იარაღს გადასცემს და მის მოშორებას თხოვს. ჯოუი ცეცხლასროლ იარაღს საკუთარ სახლში ათავსებს. სიტუაცია მას შემდეგ გართულდება, რაც მეზობელი ბიჭი ჯოუის იარაღს მოპარავს თავისთან სახლში წაიღებს და იმავე საღამოს საკუთარ სახლში რამდენიმეჯერ გასროლას მოახდენს. ჯოუის უწევს ამ იარაღის ძებნა და მისი უკან დაბრუნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]