უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ევოლუციური ხე, რომელიც ასახავს საერთო წინაპრისგან (ცენტრი) თანამედროვე სახეობების გამოყოფას.[1] სამი ნაწილი გაფერადებულია, სადაც ბაქტერიები ლურჯადაა, არქეები მწვანედ, ხოლო ეუკარიოტები — წითლად.

უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპარი (LUCA – Last Universal Common Ancestor) — ორგანიზმი, რომელიც დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის საერთო წინაპარია.[2] LUCA არ უნდა იქნეს მიჩნეული დედამიწაზე მცხოვრებ პირველ ორგანიზმად. მეცნიერთა შეფასებით, LUCA დაახლოებით 3,5-3,8 მილიარდი წლის წინ არსებობდა (ზოგჯერ პალეოგენურ ხანაში).[3][4] LUCA-ს შედგენილობა პირდაპირ არ არის ხელმისაწვდომი, როგორც ნამარხი, არამედ ის შესწავლილია მისი შთამომავლების გენომების შედარებით — იმ ორგანიზმებისა, რომლებიც დღეს არსებობენ. 2016 წლის ივლისში, მეცნიერებმა გამოაცხადეს LUCA-ს 355 გენის იდენტიფიკაცია, რომლებსაც დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი იზიარებს.[5]

დედამიწაზე სიცოცხლის ყველაზე ადრეული მტკიცებულება ბიოგენური გრაფიტია, რომელიც 3,7 მილიარდი წლის მეტამორფიზებულ ქვებში აღმოაჩინეს გრენლანდიაში[6] და მიკრობული ფენის ნამახრები, რომლებიც 3,48 მილიარდი წლის ქვიშაქვაში იპოვეს დასავლეთ ავსტრალიაში.[7][8] 2015 წლის კვლევამ აღმოაჩინა პოტენციურად ბიოგენური ნახშირბადი 4,1 მილიარდი წლის წინანდელ კლდეებში დასავლეთ ავსტრალიაში, თუმცა, ასეთი აღმოჩენები მიუთითებს დედამიწაზე განსხვავებული მდგომარეობების არსებობას ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე დღესაა ზოგადად მიჩნეული, და მიუთითებს სიცოცხლის უფრო ადრეულ წარმოშობაზე.[9][10]

ჩარლზ დარვინმა წამოაყენა უნივერსალური საერთო წინაპრის (ევოლუციური პროცესებით წარმოქმნილი) თეორია თავის წიგნში „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ 1859 წელს, სადაც ამბობს: „აქედან გამომდინარე, მე უნდა გავაკეთო დასკვნა, რომ ალბათ ყველა ორგანული არსება, რომელსაც ოდესმე უცხოვრია ამ დედამიწაზე, წარმოიშვა ერთი ფორმიდან, რომელშიც პირველად სიცოცხლემ ისუნთქა“.[11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ciccarelli, Francesca D.; Doerks, Tobias; von Mering, Christian და სხვები. (March 3, 2006). "Toward Automatic Reconstruction of a Highly Resolved Tree of Life". Science (Washington, D.C.: American Association for the Advancement of Science) 311 (5765): 1283–1287. Bibcode 2006Sci...311.1283C. . ISSN 0036-8075. PMID 16513982.
  2. Theobald DL (May 2010). "A formal test of the theory of universal common ancestry". Nature 465 (7295): 219–22. Bibcode 2010Natur.465..219T. . PMID 20463738.
  3. Doolittle WF (February 2000). "Uprooting the tree of life". Scientific American 282 (2): 90–5. . PMID 10710791.
  4. "The last universal common ancestor: emergence, constitution and genetic legacy of an elusive forerunner". Biology Direct 3: 29. 2008. . PMC 2478661. PMID 18613974. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2478661/.
  5. Wade, Nicholas. “Meet Luca, the Ancestor of All Living Things“, New York Times, 25 July 2016. წაკითხვის თარიღი: 25 July 2016. 
  6. Ohtomo, Yoko; Kakegawa, Takeshi; Ishida, Akizumi; Nagase, Toshiro; Rosing, Minik T. (2013). "Evidence for biogenic graphite in early Archaean Isua metasedimentary rocks". Nature Geoscience 7: 25–8. Bibcode 2014NatGe...7...25O. .
  7. Borenstein, Seth. “Oldest fossil found: Meet your microbial mom“, 13 November 2013. წაკითხვის თარიღი: 15 November 2013. 
  8. "Microbially induced sedimentary structures recording an ancient ecosystem in the ca. 3.48 billion-year-old Dresser Formation, Pilbara, Western Australia". Astrobiology 13 (12): 1103–24. December 2013. . PMC 3870916. PMID 24205812. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3870916/.
  9. Excite News - Hints of life on what was thought to be desolate early Earth. წაკითხვის თარიღი: 2016-06-18
  10. Bell, Elizabeth A.; Boehnke, Patrick; Harrison, T. Mark; Mao, Wendy L. (2015-11-24). "Potentially biogenic carbon preserved in a 4.1 billion-year-old zircon". Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America 112 (47): 14518–14521. . ISSN 1091-6490. PMC 4664351. PMID 26483481. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4664351/.
  11. Darwin, C. (1859), The Origin of Species by Means of Natural Selection, John Murray, с. 490