უინიპეგის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უინიპეგის ტბა
Lake Winnipeg
უინიპეგის ტბა
უინიპეგის ტბა
კოორდინატები: 52°07′ ჩ. გ. 97°15′ დ. გ. / 52.117° ჩ. გ. 97.250° დ. გ. / 52.117; -97.250
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 217 
ფართობი 24300 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 36 
საშუალო სიღრმე 12 
უინიპეგის ტბა — კანადა
უინიპეგის ტბა

უინიპეგის ტბა (ინგლ. Lake Winnipeg) — ტბა სამხრეთ კანადაში, მანიტობის პროვინციაში. ძველი მყინვარისპირა ტბა აგასისის ნაშთი. წაგრძელებული ფორმისაა. სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაჭიმულია 416 კმ-ზე. მდებარეობს დაჭაობებულ ტყიან ადგილში, ზღვის დონიდან 217 მ სიმაღლეზე. ფართობი 24300 კმ². მაქსიმალური სიღრმე 36 მ. ყველაზე დიდი შენაკადია მდინარე სასკაჩევანი; გამოედინება მდინარე ნელსონი, რომელიც ერთვის ჰუდსონის ყურეს. წყლის დონის რყევის მრავალწლიური ამპლიტუდა დაახლოებით 3 მ აღწევს. ტბის აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება ტაიგა. იყინება ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილის ბოლოს. არის ქვიშიანი ნაპირები. ბევრია კუნძული. ნაოსნობა. თევზჭერა. უინიპეგი ინდიელი ტომის კრის ენაზე ნიშნავს — „ჭუჭყიან წყალს“. 1990-იანი წლებიდან უინიპეგის წყალსაცავის ნაწილია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]