უილიამ ჯონ მაკგი
უილიამ ჯონ მაკგი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 17 აპრილი, 1853[1] [2] |
დაბ. ადგილი | დიუბიუკის ოლქი |
გარდ. თარიღი | 4 სექტემბერი, 1912[1] (59 წლის) |
გარდ. ადგილი | ვაშინგტონი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ანთროპოლოგი, გეოლოგი და გამომგონებელი |
მუშაობის ადგილი | აშშ-ის გეოლოგიური სამსახური და აიოვის უნივერსიტეტი |
მეუღლე | ანიტა ნიუკომბ მაკგი |
უილიამ ჯონ მაკგი (ინგლ. William John McGee; დ. 17 აპრილი, 1853 — გ. 4 სექტემბერი, 1912) — ამერიკელი გეოლოგი, ანთროპოლოგი, ეთნოლოგი.
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოებისა (1904-1905) და აშშ-ის ანთროპოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი (1902-1912). თვითნასწავლი იყო. ადრეულ წლებში ყურადღებას უთმობდა სამართლის კითხვასა და გეოდეზიურ კვლევას. გამოიგონა და დააპატენტა რიგი სამიწათმოქმედო ხელსაწყო. შემდეგ წლებში გეოლოგიით დაკავდა. 1877-1881 წლებში ჩრდილო-აღმოსავლეთ აიოვაში განახორციელა ტოპოგრაფიული და გეოლოგიური აგეგმვა. 1881 წელს გახდა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის გეოლოგი.
1886 წელს აშშ-ის ქალაქ ჩარლსტონთან შეისწავლა მიწისძვრის საკითხები. 1893-1903 წლებში ხელმძღვანელობდა აშშ-ის ეთნოლოგიის ბიუროს. 1895 წელს შეისწავლა კალიფორნიის ყურეში მდებარე კუნძული ტიბურონი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ American Council of Learned Societies, Press O. U. American National Biography Online, American national biography / S. Ware — [New York]: Oxford University Press, 2000. — ISSN 1470-6229