უდაბნოს შუაგორის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს შუაგორის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, შუაგორის სერზე. განეკუთვნება ძვ. წ. XI ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის დასაწყისს.

ძეგლს 1980 წელს, არქეოლოგიური დაზვერვის დროს მიაკვლია კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციამ (ხელმძღავენლი კ. ფიცხელაური). ნამოსახლარის (სიგრძე — 90 მეტრი, სიგანე — 20 მეტრი) ირგვლივ ხელოვნური მიწაყრილი შემოუყვება. ზედაპირულად აიკრიფა ქვიშანარევი თიხისგან დამზადებული - წაბლისფრად გამომწვარი, მოგლუვებულზედაპირიანი, ვიწროყელიანი, ქვევრის რამდენიმე ნატეხი — შიდაპირზე ამოღარული ხაზებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]