უდაბნოს შავი კლდის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს შავი კლდის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე გადაჭიმული, ვიწროთხემიანი სერის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თავმრგავალ ბორცვზე. განეკუთვნება ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნას.

ნამოსახლარი ციტადელითურთ (სიგრძე — 90 მეტრი, სიგანე — 30 მეტრი) აღმოაჩინა კაე-მ ( ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური) XX საუკუნის 80-იანი წლების არქეოლოგიური დაზვერვების დროს. ციტადელის სამხრეთ ფერდობი ციცაბოა და გაუმაგრებული. დანრჩენი მხარეები გამაგრებულია ხელოვნური თხრილით. სამხრეთ ფერდობზე დაფიქსირდა ნაცრიანი ბუდეები, ქვის მშრალი წყობით, ერთრიგად ამოშენებული კედლები. ნამოსახლარის ჩრდილოეთით სამი ბუნებრივი ტერასაა. ქვედა, პირველ ტერასაზე გამართულია სახელოსნო, სადაც ხდებოდა რკინის პირველადი გამოდნობა ( ამჟამად განადგურებულია). მეორე ტერასა სტერილურია. მესამე ტერასა მთლიანდან დასახლებული ყოფილა.

მასალა დაცულია სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]