ტყემლარას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტყემლარას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქალაქ თეთრიწყაროსთან. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

ნაგებობის ეზო გალავნით არის გარშემორტყმული. ეკლესია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვებით, არის აშენებული. ის ორი ქრონოლოგიური ფენისაგან შედგება, რითიც დარბაზული ნაწილი, ძირითადად, ნატეხი ქვის ჰორიზონტალური რიგებით არის ნაგები. დარბაზული ნაწილი, აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდით არის დასრულებული. მის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველში სარკმელია გაჭრილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია კონსოლი, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. სამხრეთი მინაშენი, დარბაზს, მთელ სიგრძეზე მიუყვება და აღმოსავლეთით სწორკუთხა მოხაზულობით სრულდება. ის ისეთივე წყობით არის ნაგები, როგორითაც ეკლესიის განახლებული ნაწილი. იგი ერთიან ქვაში გამოჭრილი თაღით იყო გადახურული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26456