ტყავფრთიანები
იერსახე
| ტყავფრთიანები | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Forficula auricularia | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Dermaptera | ||||||||||||
| ||||||||||||
ტყავფრთიანები, ყურბელები (ლათ. Dermaptera) — მწერების რიგი, რომელთაც არასრული გარდაქმნა ახასიათებთ. აქვთ წაგრძელებული (3,5—30 მმ-მდე), მოქნილი სხეული, მუცლის ბოლოზე დანამატი წყვილი მარწუხის სახით. წინა (ზედა) ფრთები მკვრივია, დამოკლებული, უკანა — სიფრიფანა, რომელიც მოსვენებისას ზედა ფრთების ქვეშ არის შეკეცილი. რიგში 1200-მდე სახეობაა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. უმთავრესად ღამის მწერებია, ნესტისა და სითბოს მოყვარული. ძირითადად ცხოველური ან მცენარეული ნარჩენებით იკვებებიან, ზოგჯერ თავს ესხმიან პატარ-პატარა მწერებს, ობობებს, ჭიებს, ზოგი სოფლის მეურნეობის მავნებელია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 84.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: