ტფილისის უწყებანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ტფილისის უწყებანი“ქართული ყოველკვირეული გაზეთი. მთავრობის ოფიციალური ორგანო „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ (რუსული გაზეთი) პარალელური გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1828 წლის 4 ივლისიდან 1832 წლამდე. რედაქტორი — სოლომონ დოდაშვილი.

გაზეთში იბეჭდებოდა მთავრობის დადგენილებები, პუბლიცისტური წერილები, ახალი ამბები, განცხადებები და სხვა მასალები. 1832 წლიდან გამოვიდა „ტფილისის უწყებანის“ დამატება „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუგუშვილი პ., ქართული ჟურნალისტიკა, ტ. 1, თბ., 1941;