ტრუგბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრუგბერგი
კოორდინატები: 46°32′50″ ჩ. გ. 8°00′56″ ა. გ. / 46.54722° ჩ. გ. 8.01556° ა. გ. / 46.54722; 8.01556
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 3 962 
ქედი ბერნის ალპები
პირველი ასვლა 13 ივლისი, 1871
ტრუგბერგი — შვეიცარია
ტრუგბერგი

ტრუგბერგი (გერმ. Trugberg) — მთა ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს კონკორდიაპლაცის თოვლიან-ყინულიანი არეალის თავზე, მენხის მთის სამხრეთით.

1841 წელს, მკვლევართა ჯგუფი, რომელთა შორის ლუი აგასისიც იყო, იუნგფრაუსკენ გაემართა. კონკორდიაპლაცთან მათ რამდენიმე მწვერვალი შეხვდათ. აგასისი დაეჭვდა, რომ ისინი შეცდომით სხვა მწვერვალისკენ მიდიოდნენ. საბოლოოდ, როდესაც იგი შეცდომაში დარწმუნდა, მწვერვალს ტრუგბერგი, „მცდარი მთა“ უწოდა.

ტრუგბერგი პირველად 1871 წლის 13 ივლისს ემილ ბურკარდტმა დალაშქრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]