ტროფიმე, თეოფილე და მათთან ცამეტი მოწამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და სხვა ათცამეტნიIV საუკუნის ქრისტიანი წმინდანები, რომლებიც იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანთა დევნის დროს აწამეს. ხსენების დღეა 5 აგვისტო (ძველი სტილით 23 ივლისი).

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსჯავროზე წარმდგარმა მორწმუნეებმა გაბედულად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი სასტიკად აწამეს. შემდეგ კი, წვივებგადამსხვრეულები, ცეცხლში ჩაყარეს. სულიწმიდის მადლით განკურნებული და განმტკიცებული ქრისტეს ტარიგები სრულიად უვნებელნი გამოვიდნენ კოცონიდან და კიდევ უფრო ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. უსჯულოებს წმიდათა მოდრეკის იმედი საბოლოოდ გადაეწურათ და მათ თავები მოჰკვეთეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]