ტრიცერატოფსი
ტრიცერატოფსი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Triceratops | ||||||||
|
ტრიცერატოფსი (ლათ. Triceratops; ბერძნ. tri-, რთულ სიტყვებში — სამი, keras — რქა, ops — სახე) — ნამარხი ქვეწარმავლების გვარი რქიანი დინოზავრების ქვერიგისა. ცხოვრობდნენ გვიანდელ ცარცულ პერიოდში. მათი სხეული სიგრძე 6 მ აღწევდა. თავზე ჰქონდათ 3 რქა: ერთი მოკლე — ცხვირისა და ორი გრძელი — შუბლისა. ჰქონდათ 4 მასიური კიდური. გარეგნულად მარტორქას წააგავდნენ. იკვებებოდნენ მცენარეული საკვებით. ტრიცერატოფსის ნაშთები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკის ცარცულ ნალექებში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 56, თბ., 1986 წელი.