ტრაფალგარის კლასის წყალქვეშა ნავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრაფალგარის კლასის წყალქვეშა ნავებიდიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ბირთვული წყალქვეშა ნავების კლასი, ჩაანაცვლა სუიფტშურის კლასის წყალქვეშა ნავები. სამეფო ფლოტის ბირთვული წყალქვეშა ნავების უმრავლესობის მსგავსად, ამ კლასის ყველა შვიდივე ნავი აიგო ბოროუ-ინ-ფურნესში მდებარე ვერფზე, კამბრიაში. მწყობრში მყოფი სამი და მოხსნილი ოთხი ნავით, ტრაფალგარის კლასი წარმოადგენს საფემო ფლოტის ბირთვული მონადირე-მკვლელი ტიპის წყალქვეშა ნავების პოტენციალის ნახევარს. ტრაფალგარის კლასის წყალქვეშა ნავების მემკვიდრე იქნება უფრო დიდი და ფართო შესაძლებლობების მქონე ესტუტის კლასის წყალქვეშა ნავები; ამ კლასის 3 ნავი უკვე მწყობრშია.

ტრაფალგარის კლასმა სახელი მიიღო ტრაფალგარის ბრძოლიდან გამომდინარე, რომელშიც 1805 წელს რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ბრიტანულმა სამეფო ფლოტმა საფრანგეთის და ესპანეთის გაერთიანებული ფლოტები გაანადგურა.

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრაფალგარის კლასი შემუშავდა ადრეულ 1970-იან წლებში როგორც სუიფტშურის კლასის ადგილმონაცვლე, ცივი ომის მიმდინარეობისას. HMS Dreadnought-ის ჩათვლით ტრაფალგარის კლასი ბირთვული წყალქვეშა ნავების მეხუტე კლასია, რომელიც მირებულ იქნა სამეფო ფლოტის შეიარაღებაზე. ამ კლასის პირველი სერიული გემი HMS Trafalgar შეკვეთილ იქნა 1977 წლის 7 აპრილს, მშენებლობა დასრულდა 1983 წელს. კლასის ბოლო წარმომადგენელი HMS Triumph შეკვეთილ იქნა 1986 წელის 3 იანვარს, ხოლო მისი მშენებლობა 1991 წელს დასრულდა. ტრაფალგარის კლასის შვიდივე გემის მშენებლობა სრულად განხორციელდა კომპანია Vickers Shipbuilding and Engineering-ის მიერ ბეროუ-ინ-ფარნესის გემსაშენზე.

1982 წელს Jane's Fighting Ships-ში დაიბეჭდა ცნობები, რომელთა შესაბამისად, ოთხი ნავის მიახლოებითმა ღირებულებამ იმ დროისთვის შეადგინა £175 მილიონი აღჭურვილობასთან და შეიარაღების სისტემების ჩათვლიოთ. იმავე Jane's Fighting Ships-ში 1986 წელს დაიბეჭდა, რომ საშუალო ღირებულებამ ამ კლასის გემებისთვის შეადგინა £200 მილიონი, 1984-85 წლებში ბრიტანული ფუნტის გაცვლითი კურსის შესაბამისად.

ექსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს კანადის თეთრ წიგნში თავდაცვის შესახებ გამოქვეყნდა რჩევა 10-12 ფრანგული რუბის ან ბრიტანული ტრაფალგარის კლასის წყალქვეშა ნავების შესაძენად ტექნოლოგიების გადაცემის ფარგლებში, ნავების ტიპი უნდა არჩეულ ყოფილიყო 1988 წლის ზაფხულამდე. პრექტი მიზანს ისახავდა სამი საოკეონო ფლოტის მშენებლობას არქტიკულ წყლებში კანადის სუბერენიტეტის გასამტკიცებლად. 1989 წლის აპრილში შესყიდვაზე აბოლოოდ უარი ითქვა ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე. 1998 წელს კანადის მთავრობა ხელი მოაწერა შეთანხმებას სამეფო ფლოტის აპჰოლდერის კლასის ოთხი დეზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავის შესაძენად.

საბრძოლო გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრაფალგარის კლასის ნავებმა საბრძოლო მისიებში მონაწილიობა მსოფლიოს სხვადასხვა წერულში მიიღეს. უმეტეს შემთხვევაში მისია ითვალისიწნებდა იერიშის მიტანას ტომაჰავკის ტიპის სახმელეთო შეტევის ფრთოსანი რაკეტებით ავღანეთში, ერაყში და ლიბიაში მდებარე მიზნებზე. ასეთი ტიპი ოპერაციებში ტრაფალგარის კლასის სამი ნავი მონაწილეობდა. 2001 ერთ წელს HMS Trafalgar მონაწილეობა მიიღო ალ-ქაიდას და თალიბანის წინააღმდეგ ოპერაცია ვერიტასში, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის აშშ-ის ტერაქტების საპასუხოდ ჩატარდა. ეს იყო სამეფო ფლოტის წყალქვეშ ნავის მიერ ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენების პირველი შემთხვევა ავღანეთის წინააღმდეგ. 2003 წელს HMS Turbulent შინ დაბრუნებისას ანძაზე აწეული ჰქონდა მხიარული როჯერი, მას შემდეგ რაც მან ერაყში შეჭრის კამპანიის ფარგლებში ოცდაათი ფრთოსანი რაკეტა გაიროლა.

2011 წელს ლიბიაში ოპერაციის დროს HMS Triumph-მა ტომაჰავკები გაისროლა სამ ეპიზოდში: პირველად 19 მარტს, შემდეგ 20 მარტს და ბოლოს 24 მარტს. მისი მთავარი მიზნები იყო ლიბიური ჰაერსაწინააღმდეგო ნაგებობები და დანადგარები ქალაქ საბჰას შემორენში. HMS Triumph შინ 2011 წლის 3 აპრილს დაბრუნდა აწეული მხიარული როჯერითა და ექვსი მცირე ტომაჰავკის ნაჯახით, მისიის დროს გასროლილი რაკეტების აღსანიშნად.

1993 წელს HMS Triumph-მა გაცურა ავსტრალიაში, რომლის განმავლობაში მან დაფარა 66 ათასი კილომეტრი (41 ათასი საზღვაო მილი) ჩაყვინთულ მდგომარეობაში ყოველგვარი დახმარების და მხარდაჭერის გარეშე. 2011 წლის მდგომარეობით ეს იყო ყველაზე შორეული გადასროლა რაც კი ოდესმე ბრიტანულ ბირთვულ წყალქვეშა ნავს მარტოს შეუსრულებია.

ტექნიკური პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს HMS Trenchant-ზე მოხდა ორთქლის გაჟონვა, რის გამოც ეკიპაჟი იძულებული გახდა ბირთვული რეაქტორი გაეთიშა. 2000 წელს PWR1 რეაქტორის გაგრილების ძირითად კონტურში გაჟონვა აღმოაჩინეს HMS Tireless-ზე, ამის გამო ნავს გიბრალტარამდე ცურვა დიზელის ძრავზე მოუწია. გამოძიებამ დაადგინა, რომ პრობლემა გამოწვეული იყო თერმული დაღლილობისგან წარმოქმნილი ბზარებით, რის გამოც აუცილებელი იყო ტრაფალგარის კლასის ყველა და სუიფტშურის კლასის მწყობრში დარჩენილი ნავების გადაუდებელი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათიო მოდიფიკაცია.თავდაცვის ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებლის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, რეაქტორების სისტემები განიცდიან ტექნიკური ხარვეზების მატებას ასაკის გამო, რაც საჭიროებს ეფექტურ გადაწყვეტას. მაგალითად HMS Tireless-ზე 2013 წლის თებერვალში რვა დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა რადიოაქტიური გამაგრილებელი თბომატარებლის მცირე რაოდენობით გაჟონვას.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც სუიფტშურის კლასის გაუმჯობესებული ვარიანტი, ტრაფალგარის კლასს გააჩნია გარკვეული მსგავსებები, მათ შორის შინაგანი განლაგება და Rolls-Royce PWR1 Core 3 ბირთვული რეაქტორი. წინამორბედ კლასთან შედარებით, ტრაფალგარების კორპუსი დაფარულია ექომხშობი ფილებით, რომლებიც ბგერით ტალღებს არეკლვის ნაცვლად, შთანთქამენ, რის წყალობითაც ამ კლასის ნავებს შემცირებული აქვთ აკუსტიკური კვალი, რაც ამ ნავებს უხმაუროს და აქტიური სონარებით რთულად აღმოჩენადს ხდის. რიგით მეორე სერიული ტრაფალგარებიდან დაწყებული, კლასიკური წევის ხრახნის ნაცვლად გამოიყენება წავლური ტუმბოების სისტემა.

ტრაფალგარის კლასის ნავები არიან 85.4 მ სიგრძის, 9.8 მ სიგანის 9.5 მ წყალშიგისა და 5 300 ტონა წყალწვის. თითოეული ნავის ეკიპაჟი 130 მეზღვაურისგან შედგება. როგორც საფემო ფლოტის ყველა წყალქვეშა ნავს, ტრაფალგარებსაც გაძლიერებული აქვთ ვერტიკალური და ჩაკეცვადი ჰორიზონტალური საჭეები, რაც საშუალებას იძლევა ნავმა პოლარულ პირობებში ამოყვინთოს ყინულის სქელი შრის ჩატეხვით.

ამ კლასის ოთხი ნავი HMS Torbay, HMS Trenchant, HMS Talent და HMS Triumph აღჭურვილია Thales-ის Sonar 2076 სისტემით, რომელსაც, მწარმოებრლის თქმით, აქვს „მსოფლიოში ყველაზე მოწინავე, სრულად ინტეგრირებული, პასიურ/აქტიური ძებნის და შეტევის სონარული ნაკრების რეპუტაცია“. 2014 წლიდან ტრაფალგარის კალსის უკანასკნელმა ნავებმა მიიღეს კავშირგაბმულობის სისტემების კომლექტის განახლება.

ტრაფალგარის კლასი აღჭურვილია ხუთი 533 მმ სატორპედო აპარატით, მასში შესაძლებელია 30-მდე იარაღის განთავსება:

  • Tomahawk Block IV ფრთოსანი რაკეტები;
  • Spearfish მძიმე ტორპედოები

ერთი ტომაჰავკის რაკეტას შეუძლია მიზნის განადგურება რამდენიმე მეტრიანი სიზუსტით 1 600 კილომეტრის სიშორეზე.