ტოუტონის ბრძოლა
იერსახე
ტოუტონის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ვარდების ომის ნაწილი | |||
![]() ტოუტონის ბრძოლა, რიჩარდ ვუდვილის (1856–1927) ნახატი | |||
თარიღი | 29 მარტი, 1461 | ||
მდებარეობა | ტოუტონი, იორკის მახლობლად | ||
შედეგი | იორკების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
![]() |
ტოუტონის ბრძოლა (ინგლ. Battle of Towton) — ვარდების ომის ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა, გაიმართა 1461 წლის 29 მარტს, ბზობას, იორკის მახლობლად.
ორივე მხრიდან დანაკარგმა მიაღწია 28 000-ს, რაც მაშინდელი ინგლისის დაახლოებით 1 % იყო. თვლიან, რომ ლანკასტერების მხარეზე იბრძოდა 42 000 ჯარისკაცი, ხოლო იორკების მხარეს - 36 000 ჯარისკაცი, მათ შორის 28 ლორდი. იორკების არმიას ხელმძღვანელობდა იორკის გრაფი ედუარდი, რომელსაც უკვე ინგლისის მეფედ გამოეცხადებინა თავი. ბრძოლა გაგრძელდა მთელი დღე და გამარჯვება იორკების მხარეს გადაიხარა მას შემდეგ, რაც ნორფოლკის ჰერცოგ, ჯონ დე მოუბრეის დამხმარე ძალამ ლანკასტერების მარცხენა ფლანგს დარტყმა მიაყენა. ბრძოლის შემდეგ 1461 წლის 28 ივნისს მოხდა ედუარდ IV-ის კორონაცია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Garvett C. Towton 1461. England’s bloodiest battle / C. Garvett. — Osprey Publishing. — 2003. — 96 p.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sadler, J., Towton: The Battle of Palm Sunday Field, Barnsley 2011, p.78