ტორფის ხავსები
იერსახე
ტორფის ხავსები | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Sphagnum | |||||||||||
|
ტორფის ხავსები სფაგნუმი (ლათ. Sphagnum) — ღეროფოთლოვანი ხავსების კლასის სფაგნიდების (Sphagnidae) ქვეკლასის ერთადერთი გვარი.
აერთიანებს 320 სახეობას. საქართველოში გვხვდება 26 სახეობა. უმთავრესად ჭაობის ხავსებია, დიდი ზომის, მოთეთრო-მომწვანო, რუხი ან მოწითალო. ღეროს არ აქვს რიზოიდები, ტოტისა და ღეროს ფოთლები უძარღვოა, შეიცავს ქლოროფილიან და წყლის შემცველ (ჰიალინურ) უჯრედებს.
იზრდება ხშირი და მკვრივი კორდების სახით. ქმნის სფაგნუმიან ჭაობებს, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ფართობი უკავიათ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება კოლხეთსა და მთიანეთში (ძირითადად Sphagnum cuspidatum, Sphagnum centrale, Sphagnum palustre და სხვა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩიქოვანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 26.