ტონდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადონა ყრმით, 1487 წელი, სანდრო ბოტიჩელის ნახატი.

ტონდო (იტალ. tondo, სიტყვასიტყვით — მრგვალი) — მრგვალი ფორმის ფერწერული ან რელიეფური ნაწარმოები. ხშირად „ტონდოს“ უწოდებენ მხოლოდ მრგვალი ფორმის კომპოზიციას, რომელზედაც გამოსახულია მადონა ყრმით. ამ ფორმის ნაწარმოებებს ქმნიდნენ XV საუკუნის შუა წლებისა და XVI საუკუნის I ნახევრის ფლორენციის სკოლის იტალიელი აღორძინების ხანის ხელოვნების ოსტატები. ტონდოს ფორმა გვხვდება შუა საუკუნეების ქართველი ჭედური ხელოვნების ოსტატების შემოქმედებაში (მაგალითად, გელათის ტონდო).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: