ტომსკის აღდგომის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტომსკის აღდგომის ეკლესია
Воскресенская церковь (Томск).jpg
ტომსკის აღდგომის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°29′38″ ჩ. გ. 84°57′17″ ა. გ. / 59.49389° ჩ. გ. 84.95472° ა. გ. / 59.49389; 84.95472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ტომსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7010031000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1789-1807

ტომსკის აღდგომის ეკლესია (რუს. Воскресенская церковь) — მართლმადიდებლური ეკლესია ტომსკში. შენდებოდა 1789-1807 წლებში. ტაძრის მიხედვით სახელი მიიღო აღდგომის მთებმა, რომლის თხემზეც იგი მდებარეობს. ტაძარი აგებულია იშვიათი ციმბირული ბაროკოს სტილში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ტომსკის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი თავდაპირველად იყო ხის და მდებარეობდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტერიტორიაზე, რომელიც გაუქმდა 1626 წელს. იგი დააარსა ტობოლსკის პირველმა მთავარეპისკოპოსმა კიპრიანემ 1622 წელს. გადაწყვიტეს ხანძრების შედეგად მოძველებული ტაძარი გადაეკეთებინათ. 1789 წელს ეგორ დომონევსკიმ და პეტრე ბარანოვმა ჩაყარეს ტაძრის ფუნდამენტი, თუმცა მისი მშენებლობა ზოგჯერ მიეწერება ივან კაპროვსა და ივან ნედომოლვინუს. სამუშაოები დასრულდა 1807 წელს.

XIX საუკუნის დასასრულს ეკლესიის ცივი ზედა სართული მრევლის ფინანსებით გადააკეთეს თბილ სართულად.

1897 წელს განცალკევებით მდგარ სამრეკლოზე დაკიდეს ზარები, რომელთა საერთო წონაც 16 ტონა იყო.

1922 წელს საგუბერნიო აქტით დაიწყეს საეკლესიო ქონების დატაცება. 1930 წელს სამრეკლოდან ზარები ჩამოხსნეს და გააგზავნეს გადასადნობად.

1936 წლის 4 აგვისტოს ტაძარი დახურეს, მაგრამ 21 დღის შემდეგ მრევლის თხოვნით კვლავ გახსნეს, თუმცა 3 ნოემბერს ისევ დახურეს. 1937 წელს იყო ტაძრის დანგრევის მცდელობა, მაგრამ მხოლოდ ეკლესიის ღობე დაანგრიეს.

1980-1990 წლებში მიმდინარეობდა ფასადების რესტავრაცია, გაარემონტეს საკურთხეველი, აღადგინეს ტაძრის კანკელის კარკასი, გუმბათი და სახურავი. 2004 წელს ცნობილი ზარის ასლი ჩამოკიდეს კვლავ აშენებულ სამრეკლოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воскресенская церковь // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 60. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]