ტომირისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დედოფალი ტომირისი კიროს დიდის მოკვეთილი თავის წინაშე

ტომირისი (ბერძ. Τόμυρίς, ძვ. სპარს. Tahm-Rayiš[1]) — მასაგეტების დედოფალი[2][3][4].

ყველაზე ადრეული დოკუმენტი, რომელშიც მოიხსენიება მასაგეტები, მათი დედოფალი ტომირისი და მათი გამარჯვება სპარსეთის მეფე კიროს დიდზე, არის ჰეროდოტეს ნაშრომი. ჰეროდოტე ტომირისის შესახებ დაწერილ ცნობებს გადმოგვცემს უშუალოდ მოვლენებიდან დაახლ. 100 წლის შემდეგ. როგორც ჩანს ტომირისი და მისი კიროსზე გამარჯვების ისტორია კარგად იყო ცნობილი ანტიკურ სამყაროში. აღნიშნულ ამბებზე წერენ ისეთი ისტორიკოსები, როგორებიც არიან: სტრაბონი, პოლიენი, კასიოდორი და იორდანისი[5].

ჰეროდოტე მოგვითხრობს, რომ კიროსმა გადაკვეთა მდინარე „არაქსი“ შევიდა მასაგეტების მიწის სიღრმეში და ერთ-ერთი ბრძოლის დროს ტყვედ ჩაიგდო ტომირისის შვილი სპარგაპისი[6]. ტომირისმა შეუთვალა კიროსს, რომ დაებრუნებინა მისთვის შვილი და დაეტოვებინა ქვეყანა დაუსჯელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სისხლის დალევით იმუქრებოდა[7][8].

ტომორისის წინადადება არ მიიღო კიროსმა. დედოფალმა შეკრიბა თავისი ლაშქარი და გაანადგურა კიროსის ჯარი, თავად კიროსი დაიღუპა ბრძოლაში[9]. ზოგიერთი ვარაუდით თავმოჭრილი კიროსის სხეული ჯვარზე გააკრეს, ხოლო თავი ტომირისს გაუგზავნეს[10].

ტომირისის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა ასტეროიდს, რომელიც აღმოაჩინეს 1906 წელს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. F. Altheim und R. Stiehl. Geschichte Mittelasiens im Altertum. Berlin, 1970.
  2. Геродот. История (I, 205). // Доватур А. И., Каллистов Д. П.,И. А. Народы нашей страны в «Истории» Геродота. — М., 1982. — C. 87.
  3. Иордан. О происхождении и деяниях гетов (61). Перевод Е. Ч. Скржинской.
  4. Филострат. Рассказ о героях (V, 3).
  5. The Origin And Deeds Of The Goths.
  6. Геродот. История (I, 211). Доватур А. И., Каллистов Д. П., Шишова И. А. Народы нашей страны в «Истории» Геродота. — М., 1982. — С. 91.
  7. Геродот. История (I, 213). Доватур А. И., Каллистов Д. П., Шишова И. А. Народы нашей страны в «Истории» Геродота. — М., 1982. — С. 91.
  8. Herodotus: Queen Tomyris of the Massagetai and the Defeat of the Persians under Cyrus.
  9. Геродот. История (I, 214). Доватур А. И., Каллистов Д. П., Шишова И. А. Народы нашей страны в «Истории» Геродота. — М., 1982. — С. 91.
  10. Геродот. История (I, 214). Перевод Г. А. Стратановского.