ტომაზო როკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტომაზო როკი
Tommaso Rocchi
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Rocchi Tommaso.jpg
პირადი მონაცემები
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1977
დაბ. ადგილი    ვენეცია, იტალია
სიმაღლე 177 სმ.
პოზიცია ფორვარდი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი ლაციო
ნომერი 9
ახალგაზრდობის კლუბები
1986–1993 ვენეცია
1994–1996 იუვენტუსი
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
1995–1998 იუვენტუსი 0 (0)   
1996–1997 პრო პატრია (იჯარა) 27 (6)   
1997 ფერმანა (იჯარა) 4 (0)   
1997–1998 სარონო (იჯარა) 28 (10)   
1998–2000 კომო 62 (20)   
2000–2001 ტრევიზო 37 (8)   
2001–2004 ემპოლი 104 (28)   
2004- ლაციო 241 (104)   


* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

ტომაზო როკი (იტალ. Tommaso Rocchi; დ. 19 სექტემბერი, 1977, ვენეცია, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ ლაციოში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როკიმ კარიერა 9 ასაკში დაიწყო, როდესაც იგი მშობლიური ქალაქის ვენეციის გუნდში ჩაირიცხა, სადაც ძალიან მოაწონა თავი არამარტო ვენეციელებს არამედ იუვენტუსის ხელმძღვანელობასაც, რომელთაც იგი თავისთან წაიყვანეს, თუმცა კარიერა იუვენტუსში როკის არ აეწყო, იმ 3 სეზონის განმავლობაში იგი სულ იჯარით იყო გაშვებული, ბოლოს კი 1998 წელს იგი კომოს მიყიდეს, სადაც 2 ნორმალური სეზონი ჩაატარა. ამის შემდეგ იგი 1 სეზონით ტრევიზოში გადაბარგდა სადაც 8 გოლის გატანა შეძლო 37 მატჩში.

როკი დიდ ფეხბურთში კარგად ემპოლიში გამოჩნდა, სადაც 2001 წელს გადავიდა და 3 კარგი სეზონი ჩაატარა. 2004-ში იგი რომის ლაციოში გადავიდა. რომაელებს მისი ტრანსფერი 2.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. პირველი გოლი ლაციოს შემადგენლობაში მან 2004-05 სეზონში გაიატანა ბრეშას წინააღმდეგ, ლაციომ კი 2:0 მოიგო. ეს სეზონი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მან 13 გოლის გატანა შეძლო + 2 გოლი უეფას თასზეც გაიტანა. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი კი დერბიში რომას წინააღმდეგ იყო, რომელიც გუნდმა 3:1 მოიგო.

როკის მეწყვილე შეტევაში ლეგენდარული პაოლო დი კანიო იყო. მათ ძალზედ კარგი ტანდემი შექმნეს, თუმცა 2006 წელს დი კანიო წავიდა ლაციოდან და როკი პირველი და მთავარი ფორვარდი გახდა გუნდის, რაც მან ძალიან კარგად გაართვა თავი მაგ საქმეს.

2005-06 სეზონი ლაციომ მე-6 ადგილზე დაასრულა, თუმცა კალჩოპოლის სკანდალის გამო გუნდი ჯერ იყო სერია ბ-ში გააგდეს + 11 ქულაც ჩამოაკლეს, მაგრამ გადახედეს საქმეს და გუნდი ისევ დააბრუნეს სერია ა-ში, თუმცა მინუს 11 ქულა მაინც დაუტოვეს.

2006-07 სეზონში როკიმ 16 გოლი გაიტანა და დიდ წილად მისი დამსახურებაა რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, თუმცა იმის ფონზე რომ გუნდში ფინანსური კრიზისი იყო და ტრანსფერები ლოტიტომ არ განახორციელა ლაციო ჯგუფში ჩარჩა, როკიმ კი მხოლოდ ერთი გოლი ვერდერის წინააღმდეგ გაიტანა, თუმცა ჩემპიონატში 14 გოლის გატანა შეძლო.

2008-09 ყველაზე ცუდი სეზონი იყო როკის კარიერაში ლაციოში, ჯერ იყოდა 2 თვე გაუცდა ტრავმის გამო, მერე კიდე ფორმაშიც ვერ შევიდა და საბოლოოდ დიდი ვერაფრით დაამახსოვრდა ფანებს.

2008-09 სეზონის ბოლოს როკიმ მე-200 თამაში ჩაატარა ლაციოში და 83 გოლის გატანა შეძლო. ამავე წელს მან 18 ნომერი 9 ნომრით შეიცვალა და გუნდის კაპიტანიც გახდა.

2009-10 სეზონი ნორმალურად ჩაიარა როკისთვის, საბოლოოდ მან 10 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ლაციოსთვის არცთუ ისე კარგი სეზონი გამოდგა, გუნდი მე-2 ადგილს დასჯერდა მხოლოდ ჩემპიონატში.

2010-2011 სეზონში როკიმ გოლით დაიწყო ბოლონიასთან, თუმცა ტრავმის მიღების შემდეგ ფორმიდან სულ ამოავრდნილი იყო და მთლად სეზონიც კარგად ვერ წაუვიდა.

2011-2012 სეზონი როკისთვის კარგი გამოდგა დაწყებით ეტაპში, ჩემპიონატშიც და ევროპა ლიგაზეც, თუმცა ლაციო ჩემპიონთა ლიგის გარეთ დარჩა. 2012-2013 სეზონი კი როკისთვის მგონი ბოლო იქნება ლაციოში, თუ რა თქმა უნდა სკამზე ჯდომა არ ისურვა მთელი სეზონი.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როკის დებიუტი ნაკრებში 2006 წლის 16 აგვისტოს შედგა ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩში, სულ კი ნაკრებში მან 3 თამაში ჩაატარა. 2008 წელს როკი იტალიასთან ერთად ოლიმპიურ თამაშებზეც იყო პეკინში.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]