ტოლოშის აკლდამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტოლოშის აკლდამაარქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში. აგებულია შუა საუკუნეებში.

აკლდამის შესასვლელი კარგად არის შემორჩენილი. შიგნითა ნაწილი მიწით, ნაწილობრივ არის ამოვსებული. კედლები ნაგებია ქვისგან. ნაგებობა დახრილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. კედლებში გამოყენებულია საკმაოდ დიდი ზომის თლილი ლოდები, ხოლო სახურავისთვის მცირე ზომის ქვის ფილები, რომლებიც საერთო ჯამში თაღს ქმნიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17547