ტუვე სტირკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტოვე სტირკე)
ტუვე სტირკე

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტუვე ანა ლინეა ოსტმან სტირკე
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1992 (1992-11-19) (31 წლის)
დაბ. ადგილი Tegs församling[1] ან უმეო
წარმოშობა უმეო, შვედეთი
ჟანრ(ებ)ი პოპი, ელექტროპოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2009 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი tovestyrkemusic.com
ტუვე სტირკე ვიკისაწყობში

ტუვე ანა ლინეა ოსტმან სტირკე (შვედ. Tove Anna Linnéa Östman Styrke; დ. 19 ნოემბერი, 1992, უმეო, შვედეთი) — შვედი მომღერალი და სიმღერების ავტორი. პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 2009 წლის Swedish Idol-ში მესამე ადგილი დაიკავა. სადებიუტო ალბომი Tove Styrke გამოუშვა 2010 წელს. მუსიკოსი მოხვდა New York Post-ის სიაში „10 შემსრულებელი, რომელიც უნდა იცოდე 2011 წელს". 2015 წელს გამოუშვა თავისი მეორე ალბომი Kiddo. 2018 წელს გამოუშვა მესამე ალბომი Sway. მუსიკოსის სინგლი „Say My Name" მოხვდა Rolling Stone-ის სიაში „ათწლეულის 100 საუკეთესო კომპოზიცია“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა უმეოში, შვედეთი. მამა, ანდერს ოსტმანი, მუსიკოსია. მან 1975 წელს გამოუშვა სინგლი „Vindens melodi", რომელიც შვედეთის რადიო ჩარტის სათავეში მოხვდა. დედამისი ბალეტის ინსტრუქტორი იყო.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს სტირკემ Swedish Idol-ში მესამე ადგილი დაიკავა. იმავე წლის დეკემბერში მან კონტრაქტი გააფორმა Sony Music-თან. მისი პირველი სინგლი, „Million Pieces", გამოვიდა 2010 წლის ივნისში. სტირკემ კომპოზიცია დაწერა ადამ ოლენიუსთან ერთად.[2] სადებიუტო ალბომი, Tove Styrke, გამოუშვა 2010 წლის 12 ნოემბერს. ნამუშევარმა შვედეთის ალბომების ჩარტში მე-10 ადგილი დაიკავა და ჩარტებში დარჩა 35 კვირის განმავლობაში.[3] ალბომმა შვედეთში მიიღო პლატინის სერტიფიკატი. ნამუშევარი ხელახლა გამოვიდა გერმანიაში 2012 წლის მარტში ორი ახალი სიმღერით. ალბომის მეორე სინგლი, „White Light Moment", მეორე ადგილზე გავიდა შვედეთის სინგლების ჩარტში და მიიღო ოქროს სერტიფიკატი.[4] ნამუშევარმა დაიმსახურა წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაცია შვედურ გრემიზე.

2011 წლის იანვარში მოიგო „საუკეთესო ახალბედა მუსიკოსის" ჯილდო P3 Guld-ის დაჯილდოებაზე და შეასრულა კომპოზიციის, „Million Pieces" რემიქს-ვერსია. 2011 წლის თებერვალში გამოუშვა თავისი პირველი EP, „High and Low". 2011 წლის აგვისტოში გამოუშვა სინგლი „Call My Name", რომელიც მეექვსე ადგილზე გავიდა შვედეთის სინგლების ჩარტში და იყო ნომინირებული „წლის საუკეთესო სიმღერის" კატეგორიაში P3 Guld-ის დაჯილდოებაზე.[5] 2011 წლის სექტემბერში ითანამშრომლა შვედურ ჯგუფ Caotico-სთან და გამოუშვა სინგლი „Brains Out".[6]

2013 წელს სტირკემ ხელი მოაწერა კონტრაქტს Sony Music UK-თან. მისი ახალი სინგლი, „Even I'm Loud Doesn't Mean I'm Talking To You" გამოვიდა 2014 წლის 22 მაისს. ამას მოჰყვა კიდევ ერთი სინგლი „Borderline" 2014 წლის 9 ოქტომბერს. იმავე სახელწოდების EP გამოვიდა 2014 წლის 23 ნოემბერს.[7] სტირკემ შეასრულა სიმღერები EP-დან ლონდონში 5 და 6 ნოემბერს. სიმღერის „Brag" პრემიერა შედგა 2014 წლის 20 ნოემბერს.[8] 2014 წლის 17 ნოემბერს RCA Records-მა გამოაცხადა, რომ სტირკემ ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან. ლეიბლმა დაადასტურა მუსიკოსი გეგმავს თავისი პირველი ამერიკული ალბომის გამოშვებას RCA-სა და Sony Sweden-ის ეგიდით 2015 წლის გაზაფხულზე.[9]

2015 წლის იანვარში გამოუშვა სინგლი „Ego" მისი მეორე ალბომიდან, Kiddo.[10] ალბომი გამოვიდა 2015 წლის 8 ივნისს.[11] ნამუშევრიდან გამოვიდა სინგლი „Number One". მალევე მუსიკოსმა დაიწყო ალბომის ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2015 წლის ივლისში გამოუშვა ბრიტნი სპირსის კომპოზიციის „...Baby One More Time" ქავერი მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად.[12] მუსიკოსი მესამე ალბომი Sway გამოვიდა 2018 წლის 4 მაისს.[13] ნამუშევრიდან გამოქვეყნდა სინგლები „Say My Name" და „Mistakes".[14] მან თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიცაა Alma, Clean Bandit და Lost Kings. ის ასევე გამოჩნდა შვედურ რეალითი შოუში „Så mycket bättre".[15][16][17][18]

2021 წლის 19 ივნისს გამოუშვა სინგლი „Mood Swings". მისი მეოთხე ალბომი, Hard, გამოვიდა 2022 წლის 3 ივნისს. ნამუშევარში შევიდა სინგლები „Start Walking" და „Hardcore". სტირკემ დაიწყო ტურნე, „Hard Tour" 2022 წლის 23 სექტემბერს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის იანვრიდან სტირკემ ურთიერთობა დაიწყო მუსიკოს სანნა სიკბორნ ერიქსონთან.[19] 2022 წლის 1 ივნისს მუსიკოსმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ სთორიში განაცხადა, რომ არის პანსექსუალი.[20]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sveriges befolkning 2000Sveriges Släktforskarförbund, 2020.
  2. Sony Music – Sony Music presenterar stolt: Tove Styrke sv. Mynewsdesk (22 June 2010). ციტირების თარიღი: 13 December 2011
  3. swedishcharts.com - Discography Tove Styrke. ციტირების თარიღი: 30 January 2019
  4. Steffen Hung. Tove Styrke – White Light Moment sv. hitparad.se. ციტირების თარიღი: 13 December 2011
  5. Årets låt – P3 Guld 2012 | Sveriges Radio sv. Sverigesradio.se. ციტირების თარიღი: 13 December 2011
  6. Scandipop.co.uk – Caotico & Tove Styrke: Brains Out (8 September 2011). ციტირების თარიღი: 20 December 2011
  7. Sweden's Tove Styrke returns with ballsy new single "Borderline". ციტირების თარიღი: 9 October 2014
  8. Tove Styrke Is Sweden's Next Big Music Export (20 November 2014). ციტირების თარიღი: 20 November 2014
  9. RCA RECORDS SIGNS CRITICALLY-ACCLAIMED SWEDISH RECORDING ARTIST TOVE STYRKE. ციტირების თარიღი: 17 November 2014
  10. Feeney, Nolan (2 February 2015). „Meet the Swedish Pop Star You Need to Know This Spring“. Time. ციტირების თარიღი: 23 February 2015.
  11. Kiddo by Tove Styrke.
  12. Dunlap, Kelley. (24 June 2015) This Alt-Pop Cover Of Britney Spears' "... Baby One More Time" Is Everything. BuzzFeed.
  13. Ginsberg, Gab (4 May 2018). „Tove Styrke Talks New Album 'Sway,' Touring With Lorde and Katy Perry: 'Oh My God, Is This Real Life?'. Billboard.
  14. Smith, Thomas. (28 April 2017) New Music Of The Day: Tove Styrke: 'Say My Name'. NME.
  15. Moran, Justin. (2 March 2018) ALMA Is a Legend For Life. Paper.
  16. Bein, Kat (24 August 2018). „Notd & Tove Styrke Are Stuck on Love With 'Been There Done That': Listen“. Billboard.
  17. Wass, Mike. (29 January 2019) Tove Styrke Teams Up With RITUAL For Massive Banger, "Love Me Back". Idolator.
  18. Tove Styrke ansluter till Så mycket bättre 2020 sv. TV 4 (20 May 2020).
  19. „Hon är Tove Styrkes nya flickvän“. Aftonbladet. ციტირების თარიღი: 29 April 2022.
  20. Pride Month 2022 Instagram Story, https://instagram.com/stories/tovestyrke/2851196730231069684?igshid=MDJmNzVkMjY=. წაკითხვის თარიღი: 1 June 2022