ტიუილრის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტუილერის სასახლე 1865 წლისთვის. მარცხნიდან მარჯვნივ: სამხრეთის ფრთა, საათის სასახლე, ჩრდილოეთის ფრთა, თეატრის პავილიონი, მარსანის პავილიონი.

ტიუილრიფრანგი მეფეების სასახლე პარიზის ცენტრში, რომელიც ლუვრთან ერთიან კომპლექსს ქმნიდა (მათ აგრეთვე დაემატა ტუილერის თეატრი[1]). ლუდოვიკო XVI-ის მმართველოვიდან დაწყებული იგი ყველა შემდგომი ფრანგი მონარქის რეზიდენციად იქცა. დაიწვა პარიზის კომუნის პერიოდში, 48 საათში[2] და მას შემდეგ არ აღდგენილა.

სასახლის მშენებლობა დაიწყო 1564 წელს, ეკატერინე მედიჩის სურვილით. სასახლეს გააჩნდა უზარმაზარი ფასადი. მომავალში მას რეზიდენციად იყენებდნენ ჰენრი IV, ლუი XIV, ლუი XVI, აგრეთვე ლუი XVIII, შემდეგ ნაპოლეონ I და ნაპოლეონ III, 1871 წლის მაისში შენობის ხანძრის შედეგად განადგურებამდე.

1882 წელს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კენჭი უყარა შენობის დარჩენილი ნაწილის საბოლოოდ დანგრევას. მცირე ნაწილები დაცულია ლუვრში და სხვა მუზეუმებში თუ უნივერსიტეტებში[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Coeyman 1998, pp. 45–46.
  2. „Paris“. Encyclopædia Britannica. 17 (14th რედ.). Chicago: Encyclopædia Britannica, Inc.. 1956. pp. 293.
  3. Van Cappel de Premont, François. Du Pavillon Bullant au Château de la Punta. წაკითხვის თარიღი: 17 March 2013.