შინაარსზე გადასვლა

ვალენტინა ტერეშკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტერეშკოვა, ვალენტინა)
ვალენტინა ტერეშკოვა

ვალენტინა ვლადიმერის ასული ტერეშკოვა (რუს. Валентина Владимировна Терешкова; დ. 6 მარტი, 1937, სოფ. დიდი მასლენიკოვო, ტუტაევის რაიონი, იაროსლავლის ოლქი) — პირველი ქალი-კოსმონავტი, პოლკოვნიკ-ინჟინერი, საბჭოთა კავშირის გმირი (22 ივნისი, 1963).

1954 — 1960 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ადგილას. კოსმონავტთა რაზმშია 1962 წლიდან. 1963 წლის 16—19 ივნისს ქალთა შორის პირველმა იფრინა კოსმოსში. ხომალდ „ვოსტოკ-6-ით“ ვალერი ბიკოვსკისთან ჯგუფური ფრენისას 48-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. 1969 წელს ტერეშკოვამ დაამთავრა ნ. ჟუროვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია.

სსრკ VII—X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. საბჭოთა ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე (1968-1987), ქალთა საერთაშორისო დემოკრატიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1969-). ქალთა მსოფლიო საბჭოს წევრი. სკკპ XXIV ყრილობაზე აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციისა და მრავალი უცხოური ორდენით. აქვს საპატიო წოდებები. მისი სახელი მიეკუთვნა მთვარის უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს.

1982 წლამდე ანდრიან ნიკოლაევთან გაყრამდე ატარებდა ორმაგ გვარს ნიკოლაევა-ტერეშკოვას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]