ტერენტი გრანელი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ტერენტი გრანელი“ქართული გაზეთი, ტერენტი გრანელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ერთდღიური გამოცემა. გამოვიდა თბილისში 1924 წლის 21 დეკემბერს, რედაქტორი — თ ჩიქვანაია. გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებსა და წერილებში ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მაღალი შეფასება მისცეს ტერენტი გრანელის პოეზიას. დაბეჭდილია დ. ახვლედიანის, ვ. ბარნოვის, თ. ბორელის (კეშელავა), ვ. დაისელის (ი ბაბუაძე), პოლიო ირეთელის, კ. კაპანელის (ჭანტურია), გ. ნადირაძის, ვ. ნორაკიძის, გ. შავიშვილის, დ. კობიძის წერილები, სტატიები და ლექსები, აგრეთვე ტ. გრანელის ლექსები და პოეტისადმი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული მისალმებანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]