ტეკი ბიჩოკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტეკი ბიჩოკუ,)
ტეკი ბიჩოკუ
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1926
ელბასენი
გარდაცვალების თარიღი 21 ნოემბერი, 2009 (83 წლის)
ტირანა, ალბანეთი
მოქალაქეობა ალბანეთის დროშა ალბანეთი
პროფესია გეოლოგი

ტეკი ბიჩოკუ (ალბ. Teki Isak Biçoku ; 1926 - 2009 ) — ალბანელი გეოლოგი, პროფესორი; ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და პრეზიდენტი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1926 წლის 6 ივნისს .

1932-1937 წლებში სწავლობდა ქალაქ ელბასანის დაწყებით სკოლაში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ამავე ქალაქის Shkolla Normale სკოლაში (ახლანდელი Aleksandër Xhuvani Universitet ). შემდეგ სწავლობდა ქალაქ კორჩესა (1942-1943) და ტირანაში (1946-1947) ტექნიკურ სასწავლებელში. 1943-1944 წლებში ბიჩოკუ მონაწილეობდა დამპყრობლების წინააღმდეგ ომში, ხოლო ალბანეთის განთავისუფლების შემდეგ, 1944-1946 წლებში მსახურობდა სახალხო არმიაში კურიერად.[2]

სწავლა განაგრძო ი. გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის ინსტიტუტში. მოსკოვში (1948-1953), რომელიც დაამთავრა 1953 წლის 20 მარტს, "ინჟინერ-გეოფიზიკოსის" სპეციალობით. მუშაობდა ქალაქ ფიერში სეისმური ექსპედიციის გეოფიზიკოსად, შემდეგ 1955 წელს დაინიშნა ტირანაში გეოლოგიის მთავარი სამმართველოს გეოლოგიური განყოფილების უფროსად. 1957 წელს გახდა გეოლოგიის სახელმწიფო კომისიის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი გეოლოგი, შემდეგ კი - მაღაროებისა და გეოლოგიის სამინისტროს გეოლოგიის მთავარი დეპარტამენტის უფროსი. 1966 წლის 1 აპრილიდან ტეკი ბიჩოკუ დაინიშნა მრეწველობისა და მაღაროების სამინისტროს გეოლოგიის გენერალურ დირექტორად. 1970-იანი წლების შუა ხანებში დაკარგა კეთილგანწყობა და 1975 წლიდან 1977 წლამდე მუშაობდა ფიერში სეისმურ-გრავიმეტრული საწარმოს სეისმური ექსპედიციის გეოფიზიკოსად, სადაც დააკავეს. მას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით დივერსიის, მტრული აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით. ციხეში თერთმეტ წელიწადნახევარი გაატარა და 1988 წლის 16 დეკემბერს გაათავისუფლეს. 1991 წლის 25 სექტემბერს ალბანეთის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის პლენუმმა დაადგინა, რომ პროფესორი ტეკი ბიჩოკუ არ იყო დამნაშავე ზემოაღნიშნულ ბრალდებებში. შედეგად ის რეაბილიტირებული იყო.

ამის შემდეგ ბიჩოკუ ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, 1965 წლის 5 აპრილს მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო 1970 წლის 27 აპრილს გახდა პროფესორი. 1973 წლის 22 იანვარსალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ხოლო 2008 წლის 3 სექტემბერს ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრი (.ინგლ. European Academy of Sciences and Arts ). 2008 წლის 22 თებერვლიდან 2009 წლის 23 თებერვლამდე ბიჩოკუ იყო ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

მეცნიერი გარდაიცვალა 2009 წლის 21 ნოემბერს.

დაჯილდოვებულია არაერთი ალბანური ჯილდოებით. მათ შორის: ხსოვნის მედალი და განთავისუფლების მედალი (1946), მედალი სიმამაცისთვის (1953) და სამშობლოს განთავისუფლების 60 წლისთავის (2004); შრომის II და I კლასის ორდენი (1957 და 1962), რესპუბლიკის I ხარისხის ორდენი (1970); დიდი მაგისტრის წოდება (2001).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Azem Qazimi: Fjalor Enciklopedik i Viktimave te Terrorit Komunist.. Tirana: 2012, s. 183-184. ISBN 978-9928-168-01-6. (ალბან.).
  • "Gjeologjia e Shqipërisë" Tekst i Hartës, Shtypshkronja Shtëpia Botuese "Naim Frashëri", 343 fq, Tiranë 1970 (ალბან.).
  • "La Geologie de l'Albanie", Shtypshkronja "8 nëntori", 206 fq, Tiranë 1974
  • "Studiushmëria e Rilevimeve dhe Hartografimeve Gjeologjike në Shqipëri"

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azem Qazimi: Fjalor Enciklopedik i Viktimave te Terrorit Komunist.. Tirana: 2012, s. 183-184. ISBN 978-9928-168-01-6. (ალბ).
  2. Akademik Teki BIÇOKU, akad.gov.al [dostęp 2018-02-10] (ალბ.).