ტეგანი
იერსახე
| ტეგანი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Ruta | ||||||||||||
| ||||||||||||
ტეგანი (ლათ. Ruta) — მცენარეთა გვარი ტეგანისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები და ნახევრად ბუჩქებია. აქვთ ყვითელი, ნავისებრი გვირგვინის ფურცლები და კოლოფი ნაყოფი.
60-მდე სახეობა უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაშია გავრცელებული. Ruta graveolens — იზრდება ქვიან, ღორღიან ფერდობებზე. შხამიანია. შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ფლავონოიდ რუტინს.
იგი კულტივირებულია საქართველოში. ტეგანის ზოგიერთი სახეობა სამკურნალოა, ზოგი სახეობის ფოთოლში დიდი რაოდენობით არის C ვიტამინი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღვინიაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 681.