ტახუმულკო
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ტახუმულკო | |
---|---|
![]() ტახუმულკო | |
კოორდინატები: 15°02′37″ ჩ. გ. 91°54′12″ დ. გ. / 15.04361° ჩ. გ. 91.90333° დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 4220 მ |
ქედი | სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ტახუმულკო (ესპ. Tajumulco) — მოქმედი ვულკანი სამხრეთ-დასავლეთ გვატემალაში, სიერა-მადრე-დე-ჩიაპასის ნაწილია. სიმაღლე 4220 მ. გვატემალისა და ცენტრალური ამერიკის უმაღლესი წერტილი. აქვს ორმწვერვალიანი სწორი კონუსი. აღმოსავლეთი ძველი კონუსი შეიცავს კრატერს, რომლის დიამეტრია 50-70 მ; დასავლეთი კონუსი ახალგაზრდაა. კალთები შემოსილია მუხნარ-ფიჭვნარით, ზევით ქსეროფიტული მთის მდელოა. მწვერვალზე ასვლა შესაძლებელია ქალაქ სან-მარკოსიდან, რომელიც განლაგებულია ვულკანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კმ-ში. 1956 წელს ტახუმულკო გამოცხადდა დაცულ ლანდშაფტად. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 1863 წელს (?). არსებობს მოწმობა 1808 წლის ამოფრქვევასთან დაკავშირებით, აგრეთვე საეჭვო ცნობები 1821 (ან 1822), 1863, 1893 წლებში მომხდარი ამოფრქვევების შესახებ.