ტაცინსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაცინსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
48°11′30″ ჩ. გ. 41°17′31″ ა. გ. / 48.19167° ჩ. გ. 41.29194° ა. გ. / 48.19167; 41.29194
დაარსდა 1968
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა Tatsinskiy
ვიზიტორები 4 000
დირექტორი სვეტლანა კარტაშოვა[1]
ოფიციალური საიტი [ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი]
Map

ტაცინსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Историко-краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სტანიცა ტაცინსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1968 წელს. მისი სრული და ოფიციალური სახელწოდებაა „მუნიციპალური საბიუჯეტო განყოფილება ტაცინსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი“[2]

მუზეუმის მისამართი: 347060, როსტოვის ოლქი, ტაცინის რაიონი, სტანიცა ტაცინსკაია, სორევროვანიის შესახვევი № 9.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაცინსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი დაარსდა 1968 წელს. მისი გახსნა მიეძღვნა ტაცინსკაიის სატანკო რეიდის 25-ე წლისთავს. მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია ოთხ დარბაზში: № 1 — „კაზაკები“ № 2 — „სამოქალაქო ომი და ომამდელი წლები“, № 3 — „საბრძოლო დიდების დარბაზი“, № 4 — „საგამოფენო დარბაზი“[3].

ექსპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ტაცინსკაიის სატანკო რეიდს, რომელიც შეასრულა 24-ე სატანკო კორპუსმა 1942 წლის 16 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე გენერალ-მაიორ ვასილი მიხეილის ძე ბადანოვის მეთაურობით და მის როლს სტალინგრადის ბრძოლაში. ამ ამბებს ეძღვნება დიორამა „ბრძოლა ტაცინსკაიის აეროდრომზე“ (ავტორი ვიტალი ივანეს ძე რომახოვი), სტალინგრადის ბრძოლის სქემატური რუკა, სტალინგრადის ბრძოლის მონაწილეთა ფოტოები და ბრძოლაში გამოყენებული იარაღის ნიმუშები.

მუზეუმის საექსპოზიციო საგამოფენოო ფართობია 226 მ², ფონდსაცავებისა — 14 მ². წლის განმავლობაში დამთვალიერებელთა საშუალო მაჩვენებელია — 4 000 კაცი. მუზეუმში დაცული ექსპონატების რაოდენობაა — 2 147 ერთეული[4][5].

2014 წლის 13 მარტს მუზეუმიდან მოიპარეს დონელი მხედართმთავრის, ავიაციის გენერალ-მაიორ სემიონ დიმიტრის ძე ტერენჩენკოს ორი იშვიათი ორდენი და ერთი მედალი[6].

მუზეუმთან ახლოს მოედანზე დგას ომის შემდეგი გამოშვების ტანკი Т-34-85.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]