ტაქსისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაქსისი — გამღიზიანებლისაკენ ან მისი საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება. შესაბამისად ტაქსისი შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი. ტაქსისი ახასიათებს ერთუჯრედიან წყალმცენარეებს, ბაქტერიებს, ზოგიერთ სოკოს და უმარტივეს ცხოველურ ორგანიზმებს. მაგალითად:ერთუჯრედიანი ევგლენები თავს იყრიან აკვარიუმის განათებულ მხარეს ან ჟანგბადით მდიდარ ადგილას, ნახშირორჟანგის სიჭარბეს კი გაუბრბიან.