ტატა-საბაია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტატა-საბაია

ტატა-საბაია
თანამგზავრული ფოტო
მდებარეობა ბოლივიის დროშა ბოლივია
სიმაღლე 5 430 მ.
ბოლო ამოფრქვევა უცნობია

ტატა-საბაიასტრატოვულკანი ბოლივიაში, ორუროს დეპარტამენტში. მდებარეობს კოიპასის ტბის ჩრდილოეთ კიდეზე. მის დასავლეთით მდებარეობს ვულკანები – ისლუგა და კაბარაი. ბოლო ამოფრქვევის თარიღი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ეს ჰოლოცენის პერიოდში მოხდა. ვულკანი სამი განსხვავაბული ელემენტისაგან შედგება: დაბლა პიროკლასტიკური ძირი, შემდეგ ვულკანური გუმბათები და ბოლოს სტრატოვულკანი.

წარსულში, ვულკანიდან ამოტყორცნილ ნამტვრევებს დაფარული აქვთ მის სამხრეთით დაახლოებით 300 კმ² ტერიტორია. შემდგომმა ამოფრქვევებმა მწვერვალს ფორმა უცვალა და დატოვა ისე, როგორც დღეს არის. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5 430 მეტრია.

ტატა-საბაიაზე პატარა, გოგირდოვანი აქტივობა შეიმჩნეოდა 1995 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]