ტასეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყავის ნალექი ფინჯანში
მკითხაობის ტიპური მეთოდი
სავარ. ქალის სილუეტები ყავის ნალექზე

ტასეოგრაფიამკითხაობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელშიც წინასწარმეტყველება იწყება ნალექის გარკვეული ფიგურის შესწავლის შემდეგ. ამ საკითხზე გამოცემულია არა ერთი წიგნი და სახელმძღვანელო (მაგალითად, „ყავის ნალექზე მკითხაობის დიდი ენციკლოპედია“), რომლებშიც აღწერილია მკითხაობის სხვადასხვა მეთოდები. ზოგიერთი გამოცემა წარმოადგენს დამხმარე მკითხავისთვის ფიგურების ინტერპრეტირების სახელმძღვანელოს.

მკითხაობის ტიპური მეთოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკითხაობის წესების მიხედვით, ყავის დალევისას ადამიანმა უნდა იფიქროს გარკვეულ მოვლენებზე ან უბრალოდ ჩაიფიქროს კითხვა, სურვილი. დალევის შემდეგ დარჩენილი ნალექი უნდა აირიოს, შემდეგ კი უნდა გადაიქცეს ორ მხარეს (ამის მიხედვით მკითხავი განასხვავებს მომავალსა და წარსულს). როდესაც ნალექი ჭიქაში გაშრება, მკითხავი იწყებს მკითხაობას.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]