შინაარსზე გადასვლა

ტაილანდის ჰიმნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
เพลงชาติ
ქართ. ფჰლენგ ჩათ
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ტექსტის ავტორი ლუანგ სარანუპრაფჰან, 1939
მუსიკის ავტორი ფჰრა ჩენდურიანგ, 1932
შემოღებულ იქნა 10 დეკემბერი 1939

ტაილანდის ეროვნული ჰიმნი (ტაი. เพลงชาติ; ქართ. ფჰლენგ ჩათ) — ტაილანდის სახელმწიფო ჰიმნი, დამტკიცებული დღევანდელი სახით 1939 წლის 10 დეკემბერს.

მუსიკის ავტორი არის რუსი კომპოზოტორი ფჰრა ჩენდურიანგი (იგივე პიტერ ფეიტი) და ტექსტის ავტორი ლუანგ სარანუპრაფჰანი. ჰიმნის სახელი ტაილანდური ენიდან ითარგმნება, როგორც "ეროვნული ჰიმნი".[1]

პირველად ჰიმნი გაიჟღერა რადიოში 1932 წელს[2], იმდროინდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი იყო ქჰუნ ვიჩითმატრა, რომელსაც ეკუთვნის ასევე დღევანდელი ჰიმნის ტექსტის ორიგინალი. მაგრამ ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შემდეგ, ტაილანდის პრემიერ-მინისტრის დავალებით ლუანგ სარანუპრაფჰანი დაწერა ახალი ლექსი ჰიმნს, რომელიც ახლა გამოიყენება.[3] ზუსტად მაშინ პრემიერ პიბუნსონგრამის გადაწყვეტილებით მიიღეს ჰიმნის დღეში ორჯერ, დილის 8 საათზე და საღამოს 6 საათზე შესრულება, რომელიც დღესაც ძალაში რჩება.

ჰიმნის ტაიური ტექსტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ประเทศไทยรวมเลือดเนื้อชาติเชื้อไทย
  • เป็นประชารัฐ ไผทของไทยทุกส่วน
  • อยู่ดำรงคงไว้ได้ทั้งมวล
  • ด้วยไทยล้วนหมาย รักสามัคคี
  • ไทยนี้รักสงบ แต่ถึงรบไม่ขลาด
  • เอกราชจะไม่ให้ใครข่มขี่
  • สละเลือดทุกหยาดเป็นชาติพลี
  • เถลิงประเทศชาติไทยทวี มีชัย ชโย
  1. ความเป็นมาของเพลงชาติไทยปัจจุบัน. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-09. ციტირების თარიღი: 2016-02-03.
  2. History of Thai National anthem from Banfun.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2007-10-11.
  3. History of Thai National anthem from Rakbankerd.com[მკვდარი ბმული]