ტაგანროგის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტაგანროგის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
Alferaki Palace edit.jpg
ალფერაკის სასახლე
კოორდინატები: 47°12′48″ ჩ. გ. 38°55′41″ ა. გ. / 47.21333° ჩ. გ. 38.92806° ა. გ. / 47.21333; 38.92806
დაარსდა 1898
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი
დირექტორი ელიზავეტა ლიპოვენკო
ვებსაიტი http://www.museum.ru/m852

ტაგანროგის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Таганрогский Историко-краеведческий музей) — ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ფილიალი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

მისამართი:347900, როსტოვის ოლქი, ქალაქი ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა 41.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი დაარსდა XIX საუკუნის ბოლოს ანტონ ჩეხოვის ინიციატივით. 1902 წელს ჩეხოვის თხოვნით ხატვის საიმპერატორო აკადემიამ მუზეუმს გამოუგზავნა რუსი მხატვრების 8 ნამუშევარი. ნახატებს შორის იყო იული ფედერსის, ს. ვასილკოვსკის და ვ. შტემბერგის ნამუშევრები. თავად ჩეხოვმა მუზეუმს გადასცა თავისი კუთვნილება ლევ ტოლსტოის ფოტო მისივე ხელმოწერით.

1927 წელს მუზეუმი გადავიდა ალფერაკის სასახლეში, ტაგანროგში. 1989-1996 წლებში შენობას უტარდებოდა სარესტავრაციო სამუშაოები. 1995-1996 წლებში მუზეუმში შეიქმნა ამჟამად მოქმედი კოლექცია[1].

სამუზეუმო ექსპოზიციას უკავია 15 დარბაზი. ექსპონატები დაყოფილია კოლექციებად:„იმპერატორი ალექსანდრე I“, „ნიკოლაი ალფერაკის ოჯახი“, „პეტრე I და სამხრეთ-რუსული პოლიტიკა“, „არქეოლოგია“, „მეტალი“, „იარაღი“, „კერამიკა“, „მინა“, „ქსოვილები“, „ფერწერა“, „სკულპტურა“, „ნუმიზმატიკა“[2].

მუზეუმის არქოლოგიურ კოლექციაში დაახლოებით 78 580 ექსპონატია. არქეოლოგიური ექსპოზიცია შეიქმნა ჩრდილო-აღმოსავლეთი აზოვისპირეთის ქვის ხანის კულტურის ძეგლების გათხრების შედეგად. არქოლოგიური კოლექციის ნაწილი მუზეუმმა მიიღო 1903 წელს საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიისაგან.

მუზეუმის ფონდში დაცულია ძვლის, ქვისა და ბრინჯაოს ნივთები. ასევე დაცულია ოქროს ურდოს დროინდელი მასალები ნეკლინოვის, მატვეევო-კურგანისა და ციმლიანის რაიონებიდან[3].

მუზეუმის ყველაზე დიდი ექსპონატია ბრინჯაოს მოოქროვილი, ლოტოსის ფორმაში მჯდომი ბუდას ქანდაკება.

დარბაზში „ტაგანროგელები XX საუკუნის ომებში“ წარმოდგენილია იარაღი - ხმლები, შაშხანები, ტყვიამფრქვევი, ნაღმები; სამხედრო ფორმები, დოკუმენტები.

მუზეუმის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ალფერაკის სასახლე.

ნიკოლაი ალფერაკის სასახლე განეკუთვნება ისტორიისა და არქიტექტურის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლებს[4]. სასახლე აგებულია 1848 წელს. ეკუთვნოდა ტაგანროგელ მსხვილ ვაჭარს ნიკოლაი ალფერაკის. პროექტის ავტორი იყო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, არქიტექტორი ანდრეი შტაკენშნეიდერი. თავის დროზე ალფერაკის სასახლე იყო ქალაქის კულტურული ცხოვრების ცენტრი. სასახლის მახლობლად ააშენეს დერეფნული სისტემის ფლიგელი, სადაც ცხოვრობდნენ ალფერაკის შვილების მასწავლებლები და გუვერნორები.

1870-იან წლებში სასახლის მფლობელი გახდა ვაჭარი ნეგროპონტე, რომელმაც ქონება გაყიდა ნაწილ-ნაწილ. სასახლე ბაღით იყიდა მყიდველთა საზოგადოებამ კომერციული შეხვედრებისათვის. სასახლეში იმართებოდა კონცერტები, რომელსაც სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ ანტონ ჩეხოვი, პეტრე ჩაიკოვსკი ტაგანროგში სტუმრობისას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]