ტაბულეტები
იერსახე
ტაბულეტები (ლათ. Tabulata) — მარჯნის პოლიპების ამომწყდარი კლასი. ცხოვრობდნენ გვიანდელ კამბრიულიდან პერმულ პერიოდამდე. ქმნიდნენ მასიურ, ბუჩქისებრ ან გართხმულ კოლონიებს. ჰქონდათ კიროვანი ჩონჩხი. კლასი 7 რიგის (აულოპორიდები, ლიქენარიიდები, ფავოზიტიდები, სარინგოპორიდები და სხვა) 160-მდე გვარს მოიცავდა. ბინადრობდნენ ზღვების მეჩხერ ზონაში. მნიშვნელობა აქვთ პალეოზოური ნალექების სტრატიგრაფიისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 636.