ტაბარუკი (გლეხი)
იერსახე
ტაბარუკი — უმიწო გლეხი, რომელსაც არ გააჩნდა წარმოების საშუალებები. ქართვულ წყაროებში XVIII საუკუნიდან გვხვდება აქა-იქ. XIX საუკუნეში მათი რიცხვი მრავლდება. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ტაბარუკი ახალმოსული გლეხია. ტაბარუკები ძირითადად თავიანთი მიწებიდან აყრილ-გაქცეული გლეხები იყვნენ, რომლებიც საარსებო მინიმუმის ძიებაში ხშირად ინაცვლებდნენ ადგილ-სამყოფელს. ქირით მუშაობდნენ მემამულეთა და მდიდარ გლეხთა მეურნეობაში. ტაბარუკი კლასობრივი ბრძოლის შედეგად გაჩენილი წარმონაქმნია. XIX საუკუნეში ტაბარუკების ნაწილი იწყებს მოხეტიალე ვაჭრობა–ხელოსნობას, ნაწილი მემკვიდრე გლეხის კატეგორიაში გადადის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეგრელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 634.